Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: “თი-ბი-სი” ბანკის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების უკან მამუკა ხაზარაძე დგას,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “თი-ბი-სი” ბანკის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების უკან მამუკა ხაზარაძე დგას, მას ზურგს უმაგრებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი

“ქვეყანაში ვითარების ასარევად პოლიტიკური პარტიების ბანკებმა ბერკეტების გამოყენება დაიწყეს...”

ევროკავშირი მოითხოვს ხელისუფლების ჩანაცვლებას ლიბერალებით. სამწუხაროდ, როგორც ჩანსმთავრობა უარზე არ არის, უბრალოდ, ამას აჭიანურებს…”

თიბისიბანკმა ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულქართული ურთიერთობების ცენტრს ანგარიშები გაუუქმა. ბანკის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ მათ აქვთ უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება და პრიმაკოვის ცენტრს, რომელიც უკვე ათ წელიწადზე მეტია, მოღვაწეობს საქართველოში, ანგარიშები გაუუქმოს. ბანკის მესვეურთა გადაწყვეტილებით სანქცირებულია ორგანიზაციის დამფუძნებელიც

გვესაუბრება ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულქართული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ საქართველოში ანგარიშების დაყადაღებისა და დაბლოკვის პირველი პრეცედენტი იყო ივანიშვილის ანგარიშების სრულიად უკანონო დაყადაღება შვეიცარიის ბანკში. ეს პრეცედენტი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა ქართული ბანკებისთვის.

“თი-ბი-სი” ბანკში ჩვენს ორგანიზაციას, უკვე ათი წელიწადია, ანგარიშები აქვს გახსნილი. ახლახან ბანკმა გააუქმა ყველა ანგარიში და დატოვა მხოლოდ ჩემი პირადი ანგარიში, რადგან მოვემსახურო მის სესხებს. “თი-ბი-სი” წლების განმავლობაში სარგებლობდა ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშებით. ათი წლის განმავლობაში ამ ბანკისთვის ჩვენი ანგარიშები და შემოსავალი სასარგებლო და მისაღები იყო, მაგრამ ახლა, როდესაც პოლიტიკური ვითარების დრამატიზება ხდება, აღარ აღმოვჩნდით სასარგებლო და დაიწყო ანგარიშების დაყადაღების “თბილისური” პრეცედენტები. და ეს დაიწყო ჩვენი ორგანიზაციით. მოულოდნელად მივიღე წერილი, რომლითაც “თი-ბი-სი” მატყობინებს, რომ უფლებამოსილია, პირადი შეხედულებისამებრ გამიუქმოს ანგარიში და შეასრულა კიდეც. ეს არის ცინიზმი.

_ ყოვლად წარმოუდგენელია

_ დიახ, “თი-ბი-სი” ბანკის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების უკან დგანან პარტია “ლელო” და მამუკა ხაზარაძე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს წილები. ეს გადაწყვეტილება მიიღო მამუკა ხაზარაძემ და მას ზურგს უმაგრებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, ძალიან გავაქტიურდი კელი დეგნანის წინააღმდეგ _ ვამხილე მისი ვოიაჟი ჯერ ბოდბის მონასტერში ამერიკის დროშებით, მერე _ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში, ამის შემდეგ ის ჩავიდა რაჭალეჩხუმში, სვანეთში, აჭარაში, იმერეთში და ატარებდა ფოტოსესიებს თავისი დროშის ფონზე. კელი დეგნანი პირადად ჩაება პოლიტიკურ პროცესში, როგორც ე.წ. მაკონსოლიდირებელი ფიგურა, მან საჭიროდ ჩათვალა გააქტიურება კონსოლიდაციისთვის, რაც ვამხილე დაუფარავად, შესაბამისად, მივიღე დარტყმა ჩემს ორგანიზაციაზე ხაზარაძის ხელით და დეგნანის დავალებით

_ მხოლოდ თქვენ არ აკრიტიკებთ დეგნანს, მის ქმედებებს აკრიტიკებენ სახელისუფლო უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატებიც და მათ მხარს უჭერს გარკვეულწილად ხელისუფლებაც

_ მე ჩემსას ვამბობ, არავის ვეჯიბრები. განსხვავება ჩემსა და იმ ე.წ. ოთხეულს შორის არის ის, რომ მე ქართულ-რუსული ურთიერთობების რეგულირების ცენტრს წარმოვადგენ, ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული  საქართველოში 2013 წლიდან და რომელსაც აქვს ლეგალური საქმიანობის უფლება, აქვს ანგარიშები, რომელთა მიმართ არავის პრეტენზია არ ჰქონია ათი წლის განმავლობაში. თიბისიკი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ანგარიშებით აქამდე ხელს ითბობდა

ჩვენი ანგარიშების დაყადაღება არის პოლიტიკური ქულების ჩაწერა ამერიკის ელჩის თვალში. ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი, დააყადაღეს და ანგარიშები გაუუქმეს, მაგრამ, როგორც მოქალაქეს, გადასახადებს ახდევინებენ. მე ისევ ვიხდი იპოთეკურ სესხს… ეს არის მევახშეების ორმაგი სახე, მათ ქვეყნის ინტერესები არ ამოძრავებთ! მევახშეები მიიღებენ პასუხს ყველაფერზე, ეს პასუხი კი, დამერწმუნეთ, ძალიან მწარე იქნება!

_ უნდა ჩაერიოს თუ არა ხელისუფლება ამ საქმეში? რამდენიმე დღის წინათ ვისაუბრეთ და თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება მზად არის რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლადახლა კი ძალიან ცუდი რამ მოხდა თქვენი ორგანიზაციის ანგარიშების გაუქმებით

_ მართლაც ძალიან ცუდი რამ მოხდა, მათ დროც კი არ მოგვცეს, რომ ანგარიშები გადაგვეტანა სხვა ბანკში ან, საერთოდ, გაგვენულებინა… ხელისუფლებამ ეს პრეცედენტი უნდა მიიღოს, როგორც განგაშის ზარი, რადგან მსგავსი ტიპის მოქმედებები გამოიწვევს საბოტაჟს სახელმწიფოს მიმართ. კერძო ბანკს არ უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ ანგარიშების გაუქმების, რადგან ეს იქნება მანიპულაციის შესაძლებლობა ბანკების მხრიდან და იქნება გადამდები. ამას გაბედავს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელთა ხელშიც ბანკებია, ეს კი დაასუსტებს სახელმწიფოს. როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიების ხელთ არსებულმა ბანკებმა დაიწყეს ბერკეტების გამოყენება ქვეყანაში ვითარების ასარევად, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.

_ მიაწვდინეთ თუ არა ხმა ხელისუფლებას და ესაუბრეთ თუ არა ვინმე პასუხისმგებელ პირს იმის შესახებ, რაც მოხდა?

_ სოციალურ ქსელში დავწერე ჩემი ორგანიზაციის პრობლემის შესახებ, ეს ინფორმაცია აიტაცა ყველა საინფორმაციო საშუალებამ და სწორადაც მოიქცნენ. ეს გამოაღვიძებს ხელისუფლებას, რათა ეროვნული ბანკის მეშვეობით იზრუნოს ყველა იმ შავი ხვრელის აღმოსაფხვრელად, რომლებიც კერძო ბანკებს აქვთ. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება, როდესაც კერძო ბანკი იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც პრიმაკოვის ცენტრის წინააღმდეგ მიიღო “თი-ბი-სი”-მ _ გააუქმა აბსოლუტურად უწყინარი, საგანმანათლებლო ორგანიზაციის ანგარიშები. კომერციულ ბანკს ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს!

_ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთრა თამაშს თამაშობს ხელისუფლება?

_ საქართველო ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიების ერთ მეხუთედს, ოფიციოზი უარს ამბობს დიპლომატიის გამოყენებაზე და ამ დროს ქვეყანაში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სახალხო დიპლომატიაზე და ფიქრობს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მეზობელ რუსეთთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრების დაწყება და ამაზე ამბობენ უარს? ცდილობენ, გაგვრიყონ? – ეს არ არის ნორმალური, ამაზე სახელმწიფო არ უნდა დუმდეს. თუკი სახელმწიფოს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს უშიშროების საბჭო და შეუძლია გადაამოწმოს ჩვენი გადარიცხვები, დამკითხონ და გაარკვიონ, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ვმოქმედებთ თუ არა, მაგრამ ამას არ იზამენ, რადგან ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა, ჩუმად არაფერი გვიკეთებია, ყველა სტუმრის ჩამოსვლა გავასაჯაროეთ, ყველა ღონისძიებაზე ტელევიზიებს ვიწვევთ, აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობს  ორგანიზაცია იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც დირექტორად დავინიშნე. ასეთი პრინციპი მაქვს, მე ჩემოდნებით ფული არ დამაქვს. ჩემი ორგანიზაციის შემოსავლები ახლოსაც ვერ მივა სოროსის ფონდის შემოსავლებთან, რომელიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაზეც იმ .. ოთხეულმა ისაუბრა სრულიად სამართლიანად. საქართველოში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან კოლექტიური გიგაურები, ლომჯარიები და სხვები, ზნეობრივად გათახსირებულები…

ნუთუ ქართულმა საზოგადოებამ ვერ უნდა გაუძლოს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების მოსურნე ერთ ცენტრს, რომელიც პედაგოგიური საქმიანობით, საჯარი ლექციებით არის დაკავებული? ერთი უკანონო ქმედება დამისახელონ ჩემ მიერ ჩადენილი, რას მიწუნებენ: კარასინს რომ შევხვდი 40 ექსპერტთან ერთად? დიალოგში რომ შევდივარ აკადემიურ წრეებთან და 30 წლის განმავლობაში მოჯადოებული წრის გარღვევას რომ ვცდილობთ და ვეძებთ გამოსავალს? ეს არ მოსწონთ?! მათ არ მოსწონთ ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მიმართ საზოგადოების ინტერესი იზრდება. ხალხი ხედავს, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დაბრუნების გასაღები რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებებშია და არა მეორე ფრონტის გახსნაში, კონფროტაციაში, რომელმაც ჩვენ არაერთხელ წაგვამტვრევინა ცხვირი.

_ როგორ ფიქრობთ, გაგაჩერებენ ასეთი წინააღმდეგობებით თუ ამას მოჰყვება რეაგირება და თქვენი საქმე გაგრძელდება?

_ ყველანაირად ვეცდები, სამართლებრივი გამოსავალი გამოვნახო. ჩვენ, პოლიტიკოსები, ბრძოლაში ვართ, ომში ვართ, მაგრამ ამასთანავე, როგორც იურისტი, ამ საკითხს განვიხილავ იურიდიულადაც. ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საჯარო განხილვის საგნად იქცეს პარლამენტში. ე.წ. ოთხეული თუკი ახერხებს ასმილიონიანი გრანტების მქონე ორგანიზაციებზე სიმართლის თქმას, მაშინ უნდა დავსხდეთ და ვთქვათ სიმართლე _ მივანიჭოთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც ფინანსდება უცხოეთიდან, საერთაშორისო აგენტის სტატუსი. ყველამ წარმოადგინოს თავისი საქმიანობის სამთვიანი ანგარიში, მუდმივმოქმედი გეგმა გამჭირვალედ, თან ყველა საიტზე არა მგონია, რომ ქვეყანას სჭირდებოდეს რუსულ-ქართული ურთიერთობების ხელშემწყობი ფონდის დახურვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფონდს დაფარული არაფერი აქვს…

ხელისუფლებამ კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია გვთავაზობს ურთიერთობის რეგულირების საკითხებში. ჩვენებმა კარგად იციან, როგორ იზრდება ყურადღება რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი, იმ გაერთიანებების მხრიდან, რომლებსაც რუსეთი უდგას სათავეში, იციან ძალიან კარგად, რომ გამუდმებით გვეძახიან “3+3” ფორმატში, იქ, სადაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტეთ მისვლა…

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ძალიან გონივრულმა პოზიციამ რუსეთის “არამეგობრული ქვეყნების სიაში” არ შეგვიყვანა, რისკები კონფრონტაციისა ძალიან მაღალია… აგენტურა მუშაობს, აგენტურა მზადაა, რუს ტურისტებს მოუწყოს პროვოკაცია და ფულიც ამისთვისაა გამოყოფილიაგენტები მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ აგენტები არ ვართ, ჩვენ ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ; ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანას ომი ავაცილოთ და დიპლომატიის გზაზე დავაყენოთ. თუკი ამ ყველაფრისთვის სანქციები უნდა დამადონ და გამაკრიტიკონ, მზად ვარ, ყველა შეკითხვაზე საჯაროდ გავცე პასუხი.

_ ვხედავთ, რომ ხელისუფლება  ყველა ფრონტზე იბრძვის: იქით რუსეთის კარზე აკაკუნებს, აქეთ _ ამერიკისა და ევროპისოპოზიცია კი ცხელ შემოდგომას გვპირდება

_ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს შემოდგომა, შესაძლოა,  მართლაც “ყველაზე ცხელი” აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე ყოფილა… მნიშვნელოვანია, კონკრეტული პრიორიტეტების ხმამაღლა გაცხადება. ყველანი ვხედავთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე არ ამართლებს, ჩვენ ამ სივრცის წევრი ქვეყანა არ ვართ და გვჭირდება სამეზობლო პოლიტიკის გატარება, ისე, რომ საქართველომ ბალანსის გზით მიაღწიოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის ოპტიმალურ ფორმულას, არ ვამბობ, რომ იდეალურს… ოპტიმალურია  მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკება, დევნილების უკან დაბრუნების გზა და მისია. თუკი ეს ასე მოხდება, მერწმუნეთ, რომ გარანტირებული გვექნება მსოფლიო გეოპოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამის გააზრება და შემდეგ შესრულება.

უკრაინაში მყოფ უსახლკარო ქართველებს, ფარსმან სპარსებს, ნუ მოუსმენენ, ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, უთვისტომოები. ხელისუფლება ისე ვერაფერს გახდება, თუ ხალხი არ გაიხადა მოკავშირედ. ამისთვის საჭიროა, დაგვანახვონ, საით მიდიან; დაგვარწმუნონ, რომ გვირაბის ბოლოს შუქს დავინახავთ… დაგვანახვონ, რომ ახალი კოაბიტაცია კი არ გვეხვევა თავს, არამედ სპობენ დესტრუქციულ ოპოზიცას. ევროკავშირი ითხოვს მთავრობის ჩანაცვლებას ლიბერალებით, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მთავრობა უარზე არ არის, ამას, უბრალოდ, აჭიანურებსდროის გაჭიანურება ხელისუფალთა წისქვილზე არ ასხამს წყალს; ვალდებულნი არიან, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან _ ვინ არის აგენტი, რატომ არის აგენტი და რა დააშავა

ეროვნული თანხმობა შეუძლებელია, ეს გამორიცხულია. ასე ფიქრობს ხალხი და ეს უნდა დაამტკიცოს ხელისუფლებამ… ნაციონალების დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ხალხი გამოვა ქუჩაში, გვერდით დაუდგება ხელისუფლებას, თუკი მართლაც გადაწყვეტს, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას

ესაუბრა ეკა ნასყიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here