Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველო მთლიანად რუსულ ენერგორესურსებზე დგას. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება მზადაა...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველო მთლიანად რუსულ ენერგორესურსებზე დგას. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ამისთვის მზად იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც

“როდესაც რუსეთი შემოგვთავაზებს უვიზო მიმოსვლას, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება, პრინციპული თანხმობა განაცხადოს”

234

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინათ დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება და კონცეფციის ტექსტი რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი დსთის ქვეყნებთან, აგრეთვე, აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის . სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

კონცეფციაში ნათქვამია რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მხარს უჭერს მათი უფლებების განხორციელებაში, ინტერესების დაცვასა და რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში“, _ აღნიშნულია კონცეფციაში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას, სამაგიეროდ, აქტიურობენ .. ოპოზიციის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ ამისთვის შემოვიდა საქართველოში ამდენი რუსი 24 თებერვლის შემდეგ

საქართველო და მსოფლიოსევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრება.

_ ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა დიდია. ლატვიასა და ესტონეთში რუსების ძალიან დიდი დიასპორებია და იქ ყოველთვის არის ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების პრობლემა. ესტონეთსა და ლატვიაში უამრავი ფაშისტური ორგანიზაციაა, რომლებიც თავს ესხმიან რუს ადამიანებს.

დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინაში რუსული ეთნოსის დაცვის სპეცოპერაციას სწორედ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ატარებს, გასაკვირი არ არის, რომ დოქტრინა, რომელიც რუსეთის ფედერაციას კონსტიტუციაში აქვს ჩადებული, აამუშავოს და ეს არის საკუთარი ხალხის დაცვა, რასაც გაავრცელებს და განახორციელებს მსოფლიოს ყველა წერტილში, სადაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობა ცხოვრობს, სადაც დიდია რუსული დიასპორა და სადაც რუსებს ერჩიან. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში გასაკვირი არაფერია.

2005 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ თავდაცვის დოქტრინაში შეიტანა  ცვლილებები, მათ შორის, საკუთარი ხალხის დაცვის შესახებ და ის დაიცავს კიდეც ეთნიკურ რუსებს.

_ ამა წლის 24 თებერვალს რუსეთმა სპეცოპერაცია დაიწყო უკრაინაში და მას შემდეგ ბევრი რუსი შემოვიდა საქართველოში. მათ აქ შეიძინეს ქონება, ცდილობენ ბიზნესის კეთებას. ეს ზოგიერთ ქართველში იწვევს აგრესიასა და გაღიზიანებას, მაგრამ სერიოზული დაპირისპირება ქართველებსა და რუსებს შორის არ მომხდარა. .. ოპოზიცია გამუდმებით საუბრობს, რომ რუსები სპეციალურად ჩამოდიან, რათა შემდეგ პუტინმა თქვას, რომ თავისი ხალხის დასაცავად მოდის საქართველოში და, პრინციპში, შესაძლოა, ეს ასეც მოხდეს

_ თქვენი გამოცემის მკითხველმა კარგად იცის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მოსკოვში. იმ პირობებში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს მეზობელ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც აგვისტოს ომი ჯერ კიდევ მოუშუშებელია და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად წინ ნაბიჯი არ გადადგმულა, ამის მუხედავად, სახალხო დიპლომატია რუს და ქართველ ხალხს შორის მუშაობს. ეს ყველაფერი აისახება ტურისტების რაოდენობის მატებაზე. საქართველოში რუსების ვიზიტები არ იწვევს ფობიურ განწყობებს მოსახლეობაში. ვლინდება ერთეული შემთხვევები და ისიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია _ “ნაცმოძრაობაწინასწარ მოფიქრებული სცენარით მოქმედებს, ასეთი სცენარი იყო პოზნერის ვიზიტისას ატეხილი აურზაური. მათ იცოდნენ პოზნერის ჩამოსვლის შესახებ და დადგეს სპექტაკლი. ასეთ შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება ძალიან რთულია და ეს ესმით რუსებსაც. რუსი პოლიტიკოსები ძალიან დადებითად აფასებენ ქართველი ხალხის კეთილგანწყობას რუსი სტუმრების მიმართ. ეს არავისგან არ არის შთაგონებული, ეს არის რუსებსა და ქართველებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთგაგება, ტრადიცია, კეთილგანწყობის დემონსტრირება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსი ტურისტები გამოირჩევიან ფულის ხარჯვითაც. ისინი განსხვავდებიან აზიელი და ევროპელი ტურისტებისგან, რაც დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე. კერძო სასტუმროები, კაფეები, რესტორნები რუსი ტურისტების წყალობით ძალიან სწრაფად ვითარდება და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

_ ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ქართველი ხალხი დაცული არ არისროგორც ჩანს, მათ სურთ ჩვენი დაცვა თავიანთ თავზე აიღონ…       

   _ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ეგ სიტყვები. ამ ქალბატონის მანამდე გაკეთებული განცხადებებიც შეიცავდა და ამ შემთხვევაშიც შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს. როდესაც ფონ კრამონი ქართველების დაცვაზე საუბრობს, მხედველობაში აქვს ის შესაძლო პროვოკაციები, რომლებიც მათივე ძალისხმევით შეიძლება წამოვიდეს. მათ სურთ, ნანატრი მეორე ფრონტი მიიღონ საქართველოში. ამისთვის დიდძალ ფულს ხარჯავენ;  ფულს ახარჯავენ “ნაცმოძრაობას” და მის განშოტოებებს იმისთვის, რომ რუსეთი როგორმე პროვოკაციაზე წამოაგონ, მაგრამ ამის შანსი არ არსებობს. 

რუსეთმა 55 არამეგობარი ქვეყნის სია წარმოადგინა, საქართველო მასში არ შეიყვანა და ეს საჯაროდ განაცხადა, ეს აღსანიშნავი ფაქტია. რუსეთი ემზადება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად და სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, რაც დიდი მიღწევა იქნება ორ ქვეყანას შორის. ამას შეიძლება დიდი გადატვირთვა ვუწოდოთ.

_ არის კი მზად საქართველო ამგადატვირთვისთვის”? ჩვენი ქვეყნის პრემიერი ბრიუსელში ჩავიდა და 12-პუნქტიანი დავალების შესრულების პირობა დადო

_ საქართველო იმდენად არის მზად რუსეთთან ურთიერთობისთვის, რამდენადაც იმისთვის, რომ რუსეთისგან მიიღოს ხორბლის მარაგის 96%, რომელსაც მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა და ამაზე პრეტენზია არავის აქვს, ასევე 100%-ით მოიხმარს რკინიგზისა და მეტროპოლიტენის აგრეგატებს, საქართველო მთლიანად რუსულ ენერგორესურსებზე დგას. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, მზად იყო ამისთვის სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც. როდესაც შენი ქვეყანა ეკონომიკურად მჭიდროდ არის მიბმული რუსეთის ფედერაციაზე, როდესაც შეიძლება ხალხებს შორის მიმოსვლის აღდგენა და რუსეთში მყოფი ჩვენი მილიონიანი დიასპორის თავისუფლად ჩამოსვლა თავის ქვეყანაში, მზად უნდა იყო ურთიერთობის აღსადგენად. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ.

როდესაც რუსეთი შემოგვთავაზებს უვიზო მიმოსვლას, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება,  პრინციპული თანხმობა განაცხადოს ქართველი ხალხის გულის გასახარად და ამაზე უარი არ თქვას ვიოლა ფონ კრამონის შიშით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში დაიცავს რუსულენოვან მოსახლეობას, საშიში არ არის, თუ ქარველი ხალხი განაგრძობს კეთილმოსურნე მასპინძლობას. მილიონ-ნახევარზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში და აქ არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო რუსეთის ფედერაციის გაღიზინება. ასე თუ განვაგრძეთ, არც არაფერი მოხდება.

რუსების აქ ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის შემოსავალია. წლებია, ასე გრძელდება და ასე იქნება მუდამ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რუსებთან ურთიერთობა ჩვენს გენეტიკაშია. ჩვენ აღვადგენთ მეგობრულ ურთიერთობას მეზობელ ქვეყანასთან და ამას წინ ვერაფერი აღუდგება, ვერანაირი პროვოკაცია ვერ შეძლებს ორ ხალხს შორის მეგობრობის სურვილის ჩაკვლას.

საქართველოში არც ერთ ერს, არც ერთ ეთნოსს არ განუცდია შევიწროება. ქართველებს განსაკუთრებული ხასიათი გვაქვს, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ქართველებსა და რუსებს შორის კვლავ დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაც გადაედება რეალურ პოლიტიკას და ხელს შეუწყობს ტერიტორიების დაბრუნების პროცესს.ჩვენ დავიწყეთ სახალხო დიპლომატია და დროა, გადავიდეთ საჯარო დიპლომატიაზე, პოლიტიკაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარების უწყვეტი ტემპი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here