Home ახალი ამბები მსოფლიო დიდი ბრძოლა ადამიანურობისთვის

დიდი ბრძოლა ადამიანურობისთვის

144

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ბუნება არ არის დაყვანილი მის ცხოველურ მდგენელზე _ ადამიანი გონიერი არსებაა და, შესაბამისად, ზებუნებრივი. ასევე არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანში ცხოველისგან არის კეთილდღეობისკენ სწრაფვა და თვით მორალი. ეს რაღაც პრინციპულად ამაღლებულია, _ წერს ვებგვერდ vz.ruზე პუბლიცისტი დიმიტრი ვინიკი.

მაგრამ, ამასთანავე, კაცობრიობის ისტორია სავსეა მრავალნაირი ავკაცობითა და სისასტიკით. ანთროპოლოგები კამათობენ, როდის დაიწყეს ჰომინიდებმა (პრიმატების ოჯახი, რომელიც აერთიანებს ადამიანებსა და ადამიანის მსგავს დიდ მაიმუნებს – გ.გ) ერთმანეთის დაცინვა, შეურაცხყოფა და მკვლელობა. ყოველ შემთხვევაში, ეს მოხდა გონიერი ადამიანის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე. არქეოლოგიურ გათხრებს ძალუძს, ნათელი მოჰფინოს ასეთ რაღაცებს, არასასიამოვნოს ადამიანის ამაყი და ამაღლებული ხატებისთვის. “მარჯვე ადამიანები” _ ჰომო ჰაბილისები _ ჯერ კიდევ რამდენიმე მილიონი წლის წინათ გამოირჩეოდნენ მათივე მსგავსი არსებების ჭამით. დაახლოებით 430 ათასი წლის წინათ  კი ნეანდერტალელების უშუალო წინაპრებმა _ ჰაიდელბერის წარმომადგენლებმა _ სიმა დე ლოს უესოს გამოქვაბულში, თანამედროვე ესპანეთში, თავში ჩარტყმით მოკლეს მათივე მსგავსი 36 არსება და მათი ცხედრები გამოქვაბულის ჭაში ჩაყარეს. პესიმისტ ფილოსოფოსებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ულმობელი სისასტიკე ადამიანის ბუნების ერთ-ერთი ნიშანია, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს უახლოეს ნათესავებში _ პრიმატებში, ძალადობის მსგავსი მასშტაბი თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა შიმპანზეების ქცევებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ისინი კლავენ უფრო ხშირად, ვიდრე ადრე ეგონათ. მაგალითად, 2013 წელს სენეგალში შიმპანზეებმა თავიანთი ყოფილი ლიდერი ფუდუკო ქვებითა და ჯოხებით ჩაქოლეს, შემდეგ კი დაღრღნეს. წერენ, რომ ეს იყო მკვლელობის დოკუმენტურად დადასტურებული მეცხრე შემთხვევა მაიმუნების ამ ჯიშის  წარმომადგენლებს შორის. შიმპანზეების ხროვებს შორის ნამდვილი ომებიც კი ჩაღდება ხოლმე, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდება. ავსტრიელმა ზოოფსიქოლოგმა კონრად ლორენცმა თავის დროზე წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ადამიანის ანომალიური აგრესიულობის ბუნება აიხსნება იმით, რომ ჩვენში ევოლუციურ დონეზე არ არის ჩაშენებული დამამუხრუჭებელი მექანიზმები. ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა ქვის ხელსაწყოს ძალა ხელში, შეიძლება შევადაროთ მტრედს, რომელმაც მუტაციის ძალით ყვავის ნისკარტი მიიღო. როგორ გამოიყენებს მას? დიახ, რა თქმა უნდა, ის, უბრალოდ, დახოცავს ყველა კონკურენტს და მოაწყობს ერთგვარ ტერორს თავის პოპულაციაში. აი ყვავი კი ყვავს თვალს არ ამოთხრის… ისტორიაში შემონახულია მრავალი მტკიცებულება გენოციდის აქტებისა _ დაპყრობილი ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას ზოგჯერ დედაბუდიანად ანადგურებდნენ. პირველ სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფოებში ტყვეების დამონება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. უცნაურია, მაგრამ ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა წამების, სიკვდილით დასჯისა და ძალაუფლების შენარჩუნების სხვა ძალადობრივი გზები. კონრად ლორენცის თეორიის მიხედვით, ამ ევოლუციური კოშმარის აპოთეოზი მესამე რაიხის საკონცენტრაციო ბანაკები იყო. ომის შემდეგ სისხლის სამართალში მტკიცედ დამკვიდრდა ცნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მაგრამ სიკვდილის ნაცისტური ინდუსტრიის ფენომენის გათვალისწინებითაც კი, შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკია არა ბოროტების ახალ პრინციპულ თვისებაზე, არამედ მხოლოდ მის გამაოგნებელ რაოდენობაზე. სხვათა შორის, ავადსახსენებელი ექიმის, იოზეფ მენგელეს, საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა ბოროტების გადასვლას ყოფიერების ახალ დონეზე. ბოროტების სრულყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამერიკელმა ბიჰევიორისტებმა _ ადამიანის ქცევის სპეციალისტებმა.  მხოლოდ გონების კონტროლის უწყებათაშორის საიდუმლო პროექტ MK-Ultra-ს თანამშრომლის, ფსიქიატრ სიდნი გოტლიბის ნაშრომები რად ღირს. სწორედ გოტლიბმა ჩაუყარა “ელ-ეს-დე” კოქტეილში აშშ-ის არმიის ბიოლოგიური ლაბორატორიის მაღალი რანგის ოფიცერ ფრენკ ოლსონს, რის გამოც ეს ოფიცერი ცხრა დღის შემდეგ ფანჯრიდან… გავიდა და მოკვდა. რისთვის გააკეთა გოტლიბმა ეს? დიახ, ზუსტად იმისთვის, რისთვისაც აკეთებდა ამას პერიოდულად თვითონ ოლსონი _ სპორტული ინტერესის გამო კოლეგების “მეგობრულად მოსაწამლავად” ფსიქოტროპული საშუალებით. გოტლიბი პირდაპირ შეპყრობილი იყო “ელ-ეს-დეს” შესაძლებლობების შესწავლით ე.წ. მანჯურიელი კანდიდატის, კონტროლს სრულად დაქვემდებარებული ხელოვნური პიროვნების შექმნის საქმეში. როგორც აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი წევრი ჯონ მარქსი თავის წიგნში წერს, ატლანტაში პატიმრებს, შიზოფრენიისგან განსაკურნებული წამლის ძებნის საბაბით, 15 თვის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდნენ “ელ-ეს-დეს”. პატიმრებს ისინი გიჟები ეგონათ. გოტლიბი ერთ შავკანიან პაციენტს 80 დღის განმავლობაში ყოველ დილით ლიზერგინის მჟავით კვებავდა, საღამოს კი ჰეროინს აძლევდა. ფსიქოქიმიის გარდა, პიროვნების წაშლის იმედს ელექტროშოკზეც ამყარებდნენ. 1950-იან წლებში პროგრამა   BLUEBIRD-ის ხელმძღვანელი მორზე ალენი ამტკიცებდა, რომ „ელექტროშოკური პროცედურების ხანგრძლივი გამოყენებით შეუძლია, ადამიანი “მცენარის დონემდე” დაიყვანოს”. 1953 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული დოქტორი დონალდ კამერონი  65 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ელექტროშოკს ურტყამდა ზოგიერთ პაციენტს. როგორც წესი, ცდები ტარდებოდა შიზოფრენიით დაავადებულ ქალებზე. აი, როგორ იყო აღწერილი ასეთი „თერაპიის“ შედეგები: „ის, რაზეც  ლაპარაკობს პაციენტი, მხოლოდ მისი მყისიერი შეგრძნებებია, ის მათზე საუბრობს კონკრეტული ტერმინებით. მის შენიშვნებზე გავლენას არ ახდენს მოგონებები და არც მომავლის მოლოდინი. ის ცხოვრობს აწმყოში. შიზოფრენიის ყველა სიმპტომი გაქრა. ამნეზია ვრცელდება მისი ცხოვრების ყველა მოვლენაზე. ლორენ გ-მ და კიდევ 52 სხვა პაციენტმა ალანის მემორიალში ცვლილებების ამ დონეს 1958-1959 წლებში მიაღწიეს”.  ეს იყო ეპოქა ფსიქოინჟინერიის ნამდვილი რომანტიკოსებისა, რომლებიც ოცნებობდნენ საზოგადოების მეცნიერულად მართვაზე. ესპანელი ნეიროფიზიოლოგი ხოსე დელგადო, რომელიც ცნობილია იმით, რომ შექმნა რადიოთი მართული ხარი და მასთან კორიდა მოაწყო, ოცნებობდა ნათელ მომავალზე, რომელშიც ტვინის ელექტრული გამაღიზიანებლების საშუალებით ტვინში წინასწარ ჩამონტაჟებული იმპლანტებით შეძლებდა მოქალაქეების განწყობების მართვას. საინტერესოა, რომ დელგადოს წიგნ “ტვინი და ცნობიერების” ორი თავი, რომელშიც ავტორი ტვინის ელექტრული გამაღიზიანებლების ტექნოლოგიის პერსპექტივაზე წერს, საბჭოთა გამოცემიდან ამოიღეს. ოდიოზურ ამერიკელ ბიჰევიორისტ ბერეს სკინერს  განსხვავებული აზრი ჰქონდა _ ის ოცნებობდა, რომ საზოგადოება ემართათ ქცევის სპეციალისტებს და არა ფიზიოლოგებს: “ზოგიერთ ადგილას მე მთვლიან ერთგვარ ურჩხულად, რომელსაც ადამიანებზე მანიპულაციების ჩატარება სურს. ეს ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგან. ადამიანებით მანიპულირებენ; მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს მანიპულაციები უფრო ეფექტიანი იყოს“.  უნდა ითქვას, რომ თავიანთი ამორალურობის მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის სამსახურში მყოფი მკვლევარების დიდი უმრავლესობა კონსერვატიული ღირებულებების დაცვით გამოირჩეოდა და  ისინი სამაგალითო მეოჯახენი იყვნენ. როგორც ვიცით, ამ ადამიანების ეპოქა, დიდი ხანია, დავიწყებულია, ჩაფლავებულ პროექტ MK-Ultra-ს დახურვასა და ნიქსონის პრეზიდენტობისას კონგრესში სკანდალურ მოსმენებთან ერთად. დღეს ადამიანურობაში შეჭრის ექსპერიმენტებს ატარებენ სხვა ადამიანები, სხვა შემკვეთებისა და სხვა მიზნებისთვის და გაცილებით მასშტაბურს სოციალურ დონეზე. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ბოროტებამ შეიძინა პრინციპულად ახალი ფორმები, მანამდე გაუგონარი კაცობრიობის ისტორიაში. ახლა აშკარაა, რომ დასავლური სუპერსაზოგადოება ფსონს დებს ადამიანის სექსუალურობაში ჩარევაზე. ჩვენ დეტალურად არ აღვწერთ „ახალი ნორმალურობის“ ფორმირების პროცესს, მაგრამ აღვნიშნავთ მის საზარელ შედეგებს:

* კაცობრიობის ისტორიაში გარყვნილება არასდროს გამოცხადებულა ნორმად, მით უმეტეს სექსუალური ქცევის პრიორიტეტულ ფორმად;

* კაცობრიობის ისტორიაში განზრახ არასოდეს წაუშლიათ განსხვავება სქესებს შორის;

* კაცობრიობის ისტორიაში ადამიანისთვის თავს არასოდეს მოუხვევიათ სქესის შეეცვლა, მათ შორის პატარა ბავშვებისთვის;

* კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ჩატარებულა ფსიქოფარმაკოლოგიის საშუალებებით ბავშვების მასობრივი ნარკოტიზაცია ქცევის კონტროლის მიზნით;

* ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა ბოროტება სიკეთედ გამოცხადებული. ეს ხომ აბსოლუტური ბოროტების მანიფესტაციაა?!

ჯერჯერობით თავი დავანებოთ იმას, რატომ გადავიდა ასე დაუფარავად დასავლური სუპერსაზოგადოება აბსოლუტური ბოროტების მხარეს, მაგრამ ყურადღება მოვაპყროთ თანმხლებ ტენდენციებსა და იდეებს, რომლებიც მხარს უჭერს ამ კოშმარულ შეჭრას ადამიანის ბუნებაში. უწინარესად, ეს არის პირადი ცხოვრების გაციფრულება და ვირტუალიზაცია, რეალური ფიზიკური კონტაქტების გაღარიბება, რომელიც ამცირებს საპირისპირო სქესთან კომუნიკაციის უნარს. მეორეა ლეგალიზაციის გზით ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სექსუალური მორალის საზღვრის გადალახვის სტატისტიკას. მესამე _ ეს არის ჩარევა პირად ოჯახურ ცხოვრებაში არასრულწლოვანთა იუვენალური იუსტიციის ინსტიტუტების მეშვეობით. სხვათა შორის, ეს არის ტოტალიტარიზმის მთავარი ნიშანი _ სახელმწიფოს ჩარევა პირად ცხოვრებაში და არა რაიმე სახის პოლიტიკური დესპოტიზმი ან ბანალური ტირანია. მეოთხე _ ეს არის ტრანსჰუმანიზმის იდეოლოგია. თავდაპირველად ცუდი არაფერი ყოფილა ტრანსჰუმანიზმის იდეებში, რომლებიც მიდიოდა რუსი კოსმისტებისკენ (კოსმიზმი _ მე-20 საუკუნის რელიგიურ-ფილოსიფიური, მისტიკური, მხატვრული, ესთეტიკური და სამეცნიერო-ფუტურისტული მიმდინარეობა _ გ.გ.) _ ისინი ოცნებობდნენ ადამიანის ორგანიზმის მოდიფიკაციაზე, რათა გადარჩენილიყვნენ სხვა სამყაროს უცხო გარემოში.  დღეს ტრანსჰუმანიზმის იდეებმა პირველად შეიძინა კიბერპანკის ელფერი, როგორც ადამიანის ნერვულ ქსოვილში მიკროსქემების ჩანერგვის იდეამ, შემდეგ კი _ დაუფიქრებელი გენდერული ცვლილების ამაზრზენი ფაქტურა.  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მხარს უჭერს ტრადიციულ ღირებულებებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, ფაქტობრივად,  ომი გამოუცხადა აბსოლუტურ ბოროტებას. რამზან კადიროვი ჯიჰადზე საუბარს არ ერიდება. სიტყვები აბსოლუტურად გააზრებულია, რადგან დღეს დიდი ბრძოლაა თვით ადამიანურობისთვის და ამ ბრძოლაში ნაცისტური უკრაინა აბსოლუტური ბოროტების მოწინავე რაზმიადარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც ჩვენ ჩავატარებთ ახალი დონეცკისა და ხარკოვის სასამართლო პროცესებს ომის დამნაშავეების წინააღმდეგ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დროა, ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოაწყობს საერთაშორისო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ადამიანურობაში წარმოუდგენელი შეჭრის ჩამდენთა ლეგიტიმურ დევნას. კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის კონცეფციამ ახალი შინაარსი უნდა შეიძინოს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here