CNN საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთი 2017 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა. რეიტინგში ბრიტანეთს გაუსწრო საფრანგეთმა, რომლის მშპ–ის მოცულობამ 2,575 ტრილიონი დოლარი შეადგინა, სამეფოს მშპ კი 2,565 ტრილიონი დოლარი იყო. ხაზინა მიგვითითებს, რომ, სხვაობის სიმცირის მიუხედავად, საფრანგეთის პოზიცია გაისად გამყარდება. მან კონკურენტს 2013 წლის შემდეგ პირველად გაუსწრო.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში ეკონომიკის ზრდა მკვეთრად შემცირდა და ის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას უკავშირდება. ფუნტი სტერლინგის კურსი დაეცა, სამომხმარებლო ხარჯები შემცირდა, ფასებმა კი, პირიქით, მოიმატა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგით, პირველ ადგილზეა აშშ (19,4 ტრილიონი დოლარი), მეორე ადგილზეა ჩინეთი (11,9 ტრილიონი), მესამეზე _ იაპონია (4,9 ტრილიონი), მეოთხეზე _ გერმანია (3,7 ტრილიონი).