Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელს, შანხაიში, რუსეთის ფედერაციის გაკრიტიკების უფლება არ მისცა

ჩინეთმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელს, შანხაიში, რუსეთის ფედერაციის გაკრიტიკების უფლება არ მისცა

Reuters: ჩინეთმა გააუქმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ვიდეომიმართვა, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის ფედერაციას

158
ჩინეთმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შანხაიში რუსეთის ფედერაციის გაკრიტიკების უფლება არ მისცა

ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის ვიდეომიმართვა, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთს შანხაიში ჩინეთის მე-5 საერთაშორისო იმპორტირებული საქონლის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიაზე. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო “როიტერი” დიპლომატებზე დაყრდნობით.

„ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ჩვენ ნამდვილად მივაწოდეთ წინასწარ ჩაწერილი მიმართვა, რომელიც, საბოლოოდ, არ იყო ნაჩვენები“, – ციტირებს სააგენტო ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის პრესმდივნის, ბარენდ ლეიტსის სიტყვებს.

მან დაადასტურა, რომ ევროსაბჭოს ხელმძღვანელი იყო მიწვეული ღონისძიებაზე სიტყვით გამოსასვლელად. კერძოდ, ხელმძღვანელმა მიშელმა თავის ვიდეომიმართვაში გააკრიტიკა რუსული სპეცოპერაცია უკრაინაში და განაცხადა, რომ ევროკავშირი, წიაღისეული საწვავის მხრივ, ზედმეტად არის დამოკიდებული რუსეთზე. ის ასევე მოუწოდებდა შეემცირებინათ სავაჭრო დამოკიდებულება ჩინეთზე.

მიშელის მიმართვა ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო მსოფლიო ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოსვლიდან. მათ შორის იყო ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის გამოსვლაც.

თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გამოფენის ორგანიზატორებმა სააგენტოს თავიანთი კომენტარი არ მიაწოდეს.

China International Import Expo 2022, იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების გამოფენა, გასულ კვირას შანხაიში გაიხსნა და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამ თვის დასაწყისში ესპანურმა გაზეთმა El Pais-მა დაწერა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არაფერი აქვთ შესათავაზებელი ჩინეთისთვის, რომ მან ზურგი შეაქციოს რუსეთის ფედერაციას და ამასთანავე, არ დააზარალოს საკუთარი „დემოკრატიული ღირებულებები, ინტერესები თუ უსაფრთხოება“. ავტორებმა აღნიშნეს, რომ პეკინს და მოსკოვს გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მსგავსი მიზნები აქვთ და ისინი ერთსულოვანი არიან იმაში, რომ სწორედ ნატოა ყველა პრობლემის მიზეზი. ასევე აღინიშნა, რომ ჩინეთი სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთთან თანამშრომლობას არ შეწყვეტს.

მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მდგრადი განვითარების მაღალ დონეს აჩვენებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან ურთიერთობების ყოველმხრივი გაძლიერებით. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ქვეყნები იზიარებენ მიდგომებს საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here