Home ახალი ამბები მსოფლიო ბუნტს ტიანანმენის მოედანზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 6 თვის განმავლობაში ამზადებდა

ბუნტს ტიანანმენის მოედანზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 6 თვის განმავლობაში ამზადებდა

1989 წლის 4 ივნისს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე, დაიწყო აჯანყება, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ ჩაახშო.  ეს ცოტა ვინმემ  თუ იცის, მაგრამ Vancouver Sun- 1992 წელს წერდა, რომ აშშ- ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო  ამ აჯანყებას ექვსი თვის განმავლობაში ამზადებდა, ხოლო ჯინ შარპი ფერადი რევოლუციების იდეოლოგი  ტიანანმენზე ცხოვრობდა.

ტიანანმენის  მოედანზე  რევოლუცია დაიწყო, როგორც კორუფციის საწინააღმდეგო  პროტესტი (როგორც მოხდა ყველა “ნარინჯისფერ გადატრიალებაში”) და დასრულდა 241 აქტივისტისა და ასობით სამხედრო მოსამსახურის დაღუპვით, აგრეთვე,  ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 20  ჯავშნიანი  მანქანის განადგურებით.  

რატომღაც ითვლება, რომ ეს იყო სტუდენტების  აჯანყება. არადა,  მასში მონაწილეობდნენ  ინტელიგენციის  წარმომადგენლებიც (ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ბაზრისთვის) და მუშებიც (ისინი საბაზრო რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ). მომიტინგეებმა (პიკზე – 200 ათასამდე ადამიანი) მოაწყვეს კარვების ბანაკი,რომელშიც  თვეზე მეტი  ხნის განმავლობაში  იცხოვრეს. აქციის მონაწილეებმა  ააშენეს „დემოკრატიის ქალღმერთის“ ათმეტრიანი სტატუა – თავისუფლების ქანდაკების ასლი  ჩირაღდნითა  და „ჩინური“ სახით.  იმავე დღეებში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეწყო  დარბევა  და პეკინში საომარი მდგომარეობა შემოიღო.  ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ქვედანაყოფებმა თავდაპირველად   მოედანზე შესვლა სცადეს, მაგრამ მომიტინგეებმა ჯარისკაცებს იარაღი წაართვეს და განდევნეს.  მოგვიანებით  ხელისუფლებამ გამოიყვანა  ტანკები, რომლებმაც  ქვების, ტყვიებისა და მოლოტოვის კოქტეილების წვიმაში გადათელეს  ავტობუსების, სატვირთო მანქანებისა და ტრაქტორების ბარიკადები,  ზოგიერთმა დემონსტრანტმა  ფოლადის კოჭები და პნევმატური ჩაქუჩები გამოიყენა  ტანკების მუხლუხების  დასაზიანებლად. როდესაც ტანკები გაჩერდნენ, მათ საჰაერო  არხებს  მომიტინგეებმა  ბენზინით  გაჟღენთილი პლედები  გადააფარეს და ცეცხლი წაუკიდეს, დაწვეს  მანქანები და ეკიპაჟები.  4  ივნისს დაარბიეს ბანაკი, ამის  შემდეგ პეკინში გავრცელდა ჭორი, რომ „სტუდენტები  დახოცეს“ (რაღაცით ჰგავს მაიდანს, არა?)  და მოედანზე შეკრება  დაიწყეს  „ოჯახების მამებმა“ და სხვა აღშფოთებულმა ადამიანებმა. ისინი ჯარისკაცებმა  სროლით გააძევეს, სამხედრო ტექნიკამ გაანადგურა კარვების ქალაქი და „დემოკრატიის ქალღმერთის“ ქანდაკება.  ხელისუფლებამ აჯანყებულებისგან ქვეყნის მასშტაბური „წმენდა“  ჩაატარა. სხვათა  შორის, არც ერთი მომიტინგე არ დაღუპულა პირდაპირ  ტიანანმენზე – მხოლოდ მის მახლობლად.

მოვლენების  შედეგად  ჩინეთმა მიიღო სამხედრო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური სანქციების სრული პაკეტი  ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და ევროპის ქვეყნებისგან, მაგრამ… 10  წლის შემდეგ დასავლეთმა აღიარა, რომ „ჩინეთის საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა ჩაფლავდა“.  აშშ-ის კონგრესში   იძულებულნი შეიქნენ, ეღიარებინათ, რომ  „ტიანანმენმა გადაარჩინა ჩინეთი სსრკ-ის ბედის გაზიარებისგან“. ამის შემდეგ  „ბრინჯის ჯამების, ძველი ტანკებისა და პანდების ქვეყანა“  №1 ეკონომიკად იქცა, ასევე კოსმოსურ და ბირთვულ  სუპერსახელმწიფოდ.

  მოამზადა გიორგი მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@mayday_7700/3063

                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here