ანტირუსული სანქციები, პირველ რიგში, ვნებს გერმანულ ბიზნესსა და რიგით ადამიანებს, რადგან გაძვირდა პროდუქტები და გაუარესდა ცხოვრების ხარისხი, _ განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, ფრაქცია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წარმომადგენელმა ევგენი შმიტდმა.
გერმანელი დეპუტატის თქმით, სანქციების ომით ორივე მხარის ბიზნესი ზარალდება.
“მე და ფრაქცია “ალტერნატივა გერმანიისთვის” დაუფარავად გამოვდივართ სანქციების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ამით, პირველ რიგში, გერმანული ბიზნესი და რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან… სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და თვითონ ვზარალობთ”.
გიორგი გაჩეჩილაძე