Home სხვადასხვა დაიჯესტი BBC News: მსოფლიოში უძვირესი შოტლანდიური ვისკი ნაყალბევი აღმოჩნდა

BBC News: მსოფლიოში უძვირესი შოტლანდიური ვისკი ნაყალბევი აღმოჩნდა

1180
ვისკი

ვისკი ჩინელმა მილიონერმა ჯან ვეიმ შვეიცარიის სასტუმრო Waldhaus Am Seeში იყიდა. ერთი წილი 10 ათასი შვეიცარიული ფრანკი ღირდა, ისტორიაში ყველაზე ძვირი.

ადგილობრივ ექსპერტებს ეჭვი შეეპარათ, რომ სასმელი ორიგინალი იყო. ეჭვის გასაფანტად სასტუმრომ ვისკის ნიმუში შოტლანდიელ ექსპერტებს გაუგზავნა.

ანალიზმა დაადასტურა, რომ ვისკი ნაყალბევი იყო, დამზადებული იყო არა 1878 წელს, როგორც რეკლამაში იყო მითითებული, არამედ არაუგვიანეს 1970 წლისა. გაირკვა ისიც, რომ იგი კუპაჟირებული, ანუ რამდენიმე სახის სპირტისგან იყო დამზადებული.

კლიენტს ზარალი სასტუმრომ სრულად აუნაზღაურა. ჯან ვეიმ სასტუმროს ხელმძღვანელობას გადაუხადა მადლობა პატიოსნებისა და სტუმართმოყვარეობისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here