Home ახალი ამბები მსოფლიო BaltNews.It: ლიტვაში მონებით მოვაჭრეთა კიდევ ერთი ბანდა გააუვნებლეს

BaltNews.It: ლიტვაში მონებით მოვაჭრეთა კიდევ ერთი ბანდა გააუვნებლეს

დაკავება

კლაიპედის პოლიციამ დაასრულა გამოძიება სამი პირის საქმეზე, რომლებსაც ბრალად წაუყენეს ადამიანებით ვაჭრობა და უცხოეთში დანაშაულებრივ საქმიანობაში მათი იძულებითი ჩაბმა.

პოლიციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ 2014 წლის გაზაფხულზე სამმა ეჭვმიტანილმა გამოიყენა დაზარალებულთა უიმედო მდგომარეობა, უსასოობა, უმუშევრობა, არსებობის ლეგალური წყაროს უქონლობა და შესთავაზა მათ საზღვარგარეთ მშენებლობაზე სამუშაოდ მოწყობა მაღალი ანაზღაურებით. დაზარალებულები გადაიყვანეს საფრანგეთში, სადაც ძალადობითა და მუქარით აიძულებდნენ მაღაზიებიდან ტანსაცმლის, სუნამოს, საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და სხვა საქონლის მოპარვას.

ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთს, დრუსკინინკაის მცხოვრებს, 1984 წელს უკვე მისჯილი ჰქონდა ექვს-ნახევარი წლით პატიმრობა; მეორეს მიმართ გამოძიება შეწყვეტილია საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო; მესამე თანამონაწილე, რომელიც 1991 წელს არის დაბადებული, 2015 წლიდან იმალებოდა, მაგრამ ამას წინათ დიდ ბრიტანეთში დააკავეს და ლიტვას გადასცეს. გამოძიება ჩაატარეს ლიტვის საელჩომ საფრანგეთში და ქვეყნის შინაგან საქმეთა საკონსულო განყოფილებამ. ლიტვის კანონმდებლობით, ადამიანებით ვაჭრობა 2-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უფრო ადრე ლიტვის მესაზღვრეებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, გამოააშკარავეს ადამიანებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელი, რომლის წევრები აპირებდნენ დიდ ბრიტანეთში უკრაინელების ჩაყვანას იძულებით შრომაში ჩაბმის მიზნით. ამ ოპერაციის დროს სამი ლიტველი და ერთი უკრაინელი დააკავეს. სწორედ უკრაინელი იყო ამ უკანონო ბიზნესის ორგანიზატორი, ლიტვის მოქალაქეები კი მას ეხმარებოდნენ. მოტყუებული ადამიანები მათ გადაჰყავდათ უცხოეთში. ჩხრეკის ჩატარებისას მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს რვა “არალეგალი” უკრაინიდან, რომლებიც დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყვნენ განწირულნი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here