Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის კიდევ ერთმა ქალაქმა “პოლიგამიური პარტნიორობა” ქორწინებად აღიარა

აშშ-ის კიდევ ერთმა ქალაქმა “პოლიგამიური პარტნიორობა” ქორწინებად აღიარა

196

ეს ქალაქი არის კემბრიჯი, რომელიც მსოფლიოში თავისი უნივერსიტეტითაა განთქმული. ეს კი ნიშნავს, რომ “პოლიგამიური პარტნიორობა” მათ შორის ლგბტ წევრების ისეთივე იურიდიული უფლებებით იქნება აღჭურვილი, რომლებითაც ნორმალური ოჯახები სარგებლობენ. 

“ოჯახური პარტნიორობის” გაფართოებას კემბრიჯის საქალაქო საბჭომ კენჭი უყარა და დაამტკიცა მიმდინარე წლის 8 მარტს. იმავე სხდომაზე საბჭომ გააუქმა მოთხოვნა, რომლის თანახმად “ოჯახურ პარტნიორობაში” მყოფ პირებს ერთად უნდა ეცხოვრათ და ქალაქისთვის წარედგინათ თავიანთი ოჯახური ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი.

კემბრიჯის მეზობლად მდებარეობს ქალაქი სომერვილი, რომელშიც 2020 წელს აშშ-ში პირველად “პოლიგამიური პარტნიორობა” გაუთანაბრეს ქორწინებას. გაცილებით ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ჯარში მყოფ პირებსა და ვეტერანებს ბიუჯეტის ხარჯზე შეეძლებათ სქესის შეცვლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here