Home სხვადასხვა დაიჯესტი American Conservative: ღმერთის კასტრაცია ანგლიკანურ ეკლესიაში

American Conservative: ღმერთის კასტრაცია ანგლიკანურ ეკლესიაში

1460
გლოსტერის ეპისკოპოსი რეიჩელ ტრევიკი (მარცხნივ) და კენტენბერიის არქიეპისკოპოსი (შუაში)

ამერიკული გამოცემაამერიკენ კონსერვატივისუფროსი რედაქტორი, ცნობილი მწერალი, რომელმაც კათოლიციზმი უარყო და მართლმადიდებელი გახდა, როდ დრეერი სარკაზმით ხაზს უსვამს ორ ახალ ამბავს ანგლიკანურ ეკლესიაში ვითარების წარმოსაჩენად: პირველი _ ეს არის გლოსტერის ქალი ეპისკოპოსის, რეიჩელ ტრევიკის, განცხადება, რომ ღმერთის ხსენებისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამის გამო არაქრისტიანებს ეკლესია შესძულდებათ; მეორე _ დიდ ბრიტანეთში მორწმუნეთა რაოდენობა სწრაფი ტემპით მცირდება.

“ინგლისის ეკლესიის საქმეები ყოველდღე “უმჯობესდება”. გლოსტერის (გლოსტერშირის საგრაფო, ინგლისი _ ნ.კ.) ეპისკოპოსმა რეიჩელ ტრევიკმა, რომელიც პირველი ქალი-ეპისკოპოსია ანგლიკანურ ეკლესიაში, განაცხადა: “მე არ მინდა, რომ პატარა ბიჭებსა და გოგონებს გამუდმებით ესმოდეთ, როგორ ვუწოდებთ ღმერთს მამას”. მან დასძინა, რომ “ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მეტყველებას”.

ტრევიკმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ არაქრისტიანებს შეიძლება შესძულდეთ ეკლესია, თუკი საჯარო განცხადებაში გამოვიყენებთ მხოლოდ მამრობითი სქესის აღმნიშვნელ სიტყვას.

თქვენ, მაგალითად, შედიხართ ვებგვერდზე და ხედავთ, რომ ღმერთს გამუდმებით მოიხსენიებენ მამრობით სქესში, როდესაც თქვენ ხედავთ ნახატებს, რომლებზეც გამოსახულია მხოლოდ თეთრკანიანი ადამიანები _ ეს ყველაფერი სიგნალს აძლევს ადამიანებს ქვეცნობიერის დონეზე, და ამიტომ მოვითხოვ, რომ მკაცრად გავაკონტროლოთ, დავუკვირდეთ, რასაც ვამბობთ”, _ განაცხადა რეიჩელ ტრევიკმა.

დორკინგის (სურეის საგრაფო _ ნ.კ.) ეპისკოპოსი ჯო ბეილი უელსი მიიჩნევს, რომ “მამრობითი სქესის გამოყენების პრობლემა წარმოადგენს მწვავე პრობლემას, რადგან ამჟამად სიტყვების გამოყენება უფრო დაბალანსებულია გენდერული კუთხით”.

აი მეორე ახალი ამბავი:

ანგლიკანურ ეკლესიას კატასტროფა ემუქრება, რადგან ახალგაზრდების მხოლოდ 2% მიიჩნევს თავს ამ ეკლესიის მრევლის წევრად, ხოლო 10-დან 7 ადამიანი, 24 წელზე ახალგაზრდა, ამბობს, რომ არ აღიარებს არც ერთ რელიგიას.

ანგლიკანური ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა სარეკორდოდ დაბალია ყველა ასაკობრივ ჯგუფში და, 2002 წელთან შედარებით ეს რაოდენობა ორჯერ შემცირდა. ამას მიუთითებს ბრიტანელთა სოციალური ქცევის კვლევა. ამასთანავე, ეკლესიას სასულიერო პირების მიერ ჩატარებულ მსახურებაზე დასასწრებად სულ უფრო ცოტა ადამიანი სტუმრობს. კვლევის შედეგების თანახმად, 2017 წელს გამოკითხულთა 52% თავს არ მიაკუთვნებს არც ერთ კონფესიას, 2002 წელს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 41% იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებლი კი აღინიშნა 2016 წელს, როდესაც გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ არის.

გამოკითხვის შედეგები ძალიან არასახარბიელოა ეკლესიისთვის. ახალგაზრდების სულ უფრო მცირე რაოდენობა თვლის თავს ანგლიკანური ეკლესიის მიმდევრად და ხანშიშესული ადამიანებიც კი არ მიილტვიან რელიგიის რომელიმე ორგანიზებული ფორმისკენ. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ წლების შემდეგ მომავალი თაობა კიდევ უფრო დაშორდება ანგლიკანურ ეკლესიას და მას მხოლოდ ენაში გენდერული ბალანსის დაცვა “უშველის”!

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here