შემოქმედელი მიტროპოლიტის მეუფე იოსების, ერისკაცობაში გივი კიკვაძის პირად საკუთრებაში არსებული ქონება შეადგენს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთს გურიაში, კახეთში, საცხოვრებელი სახლებს თბილისსა და ოზურგეთში.
უფრო კონკრეტულად კი მეუფე იოსები გურჯაანის რაიონის სოფელი მელაანში ფლობს 50 223 კვადრატული მეტრი მიწის ფართობს, რომელიც 2014-2015 წლებშია შეძენილი – მიწის ნაკვეთების ნაწილი მდებარეობს ე.წ. „კოშკში“, რომელიც როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის დახმარებით გავარკვიეთ, საკმაოდ პრესტიჟული და ძვირადღირებული ადგილია. ნაკვეთების ნაწილი კი განთავსებულია ადგილზე, რომელსაც „100 ჰა-ს თავი“ ეწოდება.
ჩოხატაურში, სოფელ მეწიეთში მეუფის მფლობელობაშია 10 104 კვ. მ. მიწის ფართობი – აღნიშნული მიწის შეძენის თარიღად საჯარო რეესტრში 2012 წელია დაფიქსირებული.
ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩა#14-ში, მეუფე იოსები ფლობს 444. კვ. მ, სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელზეც ორსართულიანი შენობაც დგას: „განაშენიანების ფართი – 227,2 კვ.მ. საერთო ფართი – 422,5 კვ.მ“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
შემოქმედის ეპარქიის მღვდელთმთავარი 2010 წლიდან თბილისში, გრიგოლ ხანძთელის #6-ში ფლობს 515 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს, რომელზეც ორი შენობა დგას – როგორც ირკვევა, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ქალაქ თბილისის საკრებულომ მეუფეს 2008 წლის 23 მაისს მისცა.
„გურია ნიუსმა“ გადამოწმების შედეგად გაარკვია, რომ გურჯაანში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეუფეს ვენახი აქვს გაშენებული, ხოლო ჩოხატაურში კი საფუტკრე მეურნეობაა განთავსებული.
იმის გასარკვევად, თუ რა ფინანსებით მოახერხა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, აუდიტის მიერ დოკუმენტების საფუძველზე შეფასებული მილიონზე მეტი ღირებულების ქონების შეძენა, ვეცადეთ მეუფეს გავსაუბრებოდით. თუმცა, უშედეგოდ – ჩვენს სატელეფონო ზარებს მეუფე იოსებმა არ უპასუხა. მოგვიანებით, დახმარება საპატრიარქოს პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს ვთხოვეთ, თუმცა, მაინც არაფერი გამოვიდა – როგორც ზვიადაძემ შეგვატყობინა, მეუფემ არც მის ზარებს უპასუხა.
პროტოპრესვიტერთან საუბრიდან რამდენიმე წუთში მეუფე იოსებს სხვა სატელეფონო ნომრით დავუკავშირდით, თუმცა, როგორც კი გაიგო, რა მიზნით ვურეკავდით, ტელეფონი გაგვითიშა. განმეორებით ზარზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომლის განმარტებით, შემოქმედელ მიტროპოლიტს ჩვენთან საუბარი არ სურდა.
შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა კითხვა – როგორ და რატომ შეიძინა მეუფე იოსებმა ეს ქონება, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირადად მის სახელზეა რეგისტრირებული და მას საერთო არ აქვს საპატრიარქოს ან შემოქმედის ეპარქიის ქონებასთან.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს მფლობელობაში გურიაში საკმაოდ ბევრი მიწა და შენობა-ნაგებობაა. ასევე, საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს ცალკე შემოქმედის ეპარქია.
ნეტა თქვენ თავი შიგნიდან არ გეფხანებოდეთ რა
ნუთუ მართლა აპირებდით კითხვის დასმას საიდან ამდენი ქონება როგორ გაბედეთ და ასეთირამ აზრად მოგივიდად აცადეთ კაცს შვილოჩემოს ძახილში ერის და მრევლის გაბდღვნა და გახვრა დარწმუნებულივარ ჯერ კიდევ ბევრი ექნება შესაძენი და გასაკეთებელი ამ ღვთისმოსავთ
კომკავშირულ პროვოკაციებს ნუ აყვებით, ეს სიცრუეა და ქრისტეს ეკლესიის საწინააღმდეგო 30-ვერცხლიანი კამპანიაა… ჯერ სადახართ….
აჯობებს სული გადაირჩინოთ და არ წარიწყმიდოთ…
მე ერთადერთი რამ მაკვირვებს, ამათ ზარბაზნებს როგორ არ უშვერთ და მათ ქვეშ მილიონებს როგორ არ არხევთ ძვირფასო უთავმოყვარეო და მონა საზოგადოებავ, სახელად ქართველო ერო?
eh,rogor uchirt araqartvelt,qartvel eris donemde amagleba
Tu es realoba aris, gachirvebul xalxs ratom ar exmareba? Aashenoooos qarxnebiiiiiii da xalxi daaasaqmooooooos, rac mtavaria biblia zepirad icis. Bevrs chemi sms ar moewonebat,magram xalxno mgvdlebs, episqoposebs………. gmertad nu vaqcevt. Prezidenti ratom ar mogwont, radgan gvpirdeba da arapers ar aqetebs? Mgvdlebis uqetes ras aqetebs? Marto biblias qadagebs, vinmes rameshi exmareba??? Gansxvaveba ra aris?
რამ გაგაბოროტათ ასე რომ, განსჯის უნარი წაგერთვათ , რატომ ფიქრობთ რომ სხვაზე უკეთესები ხართ, მითუმეტეს მეუფეზე, ეკლესიას და მოძღვრებს რომ განიკითხავ თ თან სხვა ადამიანის იმედად, აქაოდა ასე თქვაო. და არიიიის სიმართლე??? დაუკვირდით!!!!! მასეც რომ იყვეს, თქვენ იცით რამდენს შრომობს მეუფე ფიზიკურად??? თითქმის არასოდეს არ ისვენებს, ან ქონიათ მასთან ურთიერთობა? ?? მტრობთ იმას რაც არ გაგეგებათ, გშურთ და მეტი არაფერი, თუ მოყვარე ხართ გაგიხარდებოდათ, დაფიქრდით სანამ კიდევ პირში სული გიდგათ, საკუთარი თავი თუ არა შთამომავლობა მაინც შეიცოდეთ უმადლო და ბოროტებით სავსე გზას რომ უტოვებთ….
ათეისტები აყაყანდნენ.
უფ რამდენი ვიცინე.
1991 წელს ყოველ წუთს და წამს ველოდი ეკლესიისგან ზვიადის დაცვას.
ჯაბა ამჯობინეს.
ჩემი ღმერთია ჩემთან.
ბოღმიანები
მიწა უნდა ჰქონდეს ქართველს, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი აქვს და არა ინდუსს, არაბს და ათასი ჯურის გადამთიელს…ის იკითხეთ მელაანში 5 ჰა რომ მეუფეს ჰქონია, საიდან აქვთ უცხოელებს 150 ჰა მიწა?
მოჩვენებითი ქრისტიანები ფარისევლები როგორ ზიმავთ მიწა რატო არ უსკდებათ ამდენი გაჭირვებული ცხოვრობს მათ ფულს იტაცებს როგორღა უმდა იწამო ღმერთი ერთის საელით ასე მტაცებლობენ ეს საცოდავი ხალხი მათ გონიათ მუდამ აქვეანაზე რჩებიან ეს ფარისევლები ღმერთმა გასცეს პასუხი
გურული ვარ და ვიცი ფაქტები როცა მეუფე ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებია.( გაჭივრებულებს, ავადმყოფებს, უშვილოებს). საკუთარ ქონებას მივხედოთ მეუფის განკითხვის მერე ღმერთმა რომ არ წაგვართვას, ჩვენც ხომ მიწებებული ვართ ამქვეყნიურ ქონებას და ზეციურ სასუფეველზე არ ვფიქრობთ.
ეეეე ეგ მარტო თავისთვის ლოცულობს
ცოდვებიხართ რადგან ვერ ხედავთ იმას რაც დასანახია და იქექებით იქ რაც თქვენთვის მსჯავრია ასე გაიძახოდით ქუთათელ გაინათელზე და რომელზე არა თქვე უბადრუკებო ქართველის გშურთ და ზიზღი გამოძრავსბთ იმიტომ რომ ქვეყნის მტრებიხართ იმას რატომარიძიებთ ნაზხევარი ტერიტორია ურჯულოებმა რომ დაისაკუთრეს და მონსბად ქართველები ჰყავთ ვისრა წაუღია რომელ მეუფეს ის ყველა ქონება თქვეუბადრუკებო საქართველოს კუთვნილებაა სამოციქულო ეკლესიის მფლობელობაშია და ესკი ერის კუთვნილებაა იმდონეზეხართ დაცემულნი რომ აზროვნებაც გღალატობთ ბოღმის გამო
ვაი თქვენ,ვინც აქ განკითხვის ცოდვაში ხართ ჩაყვინთულები და ჩამხრჩვლები.სად წაიღებს მეუფე ამ ქონებას,როცა აღესრულება?(ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!) განა საქართველოს არ დარჩება? არა,ის არის კარგი შემოთრეული ურჯულო მუსულმანობა,რომ დაეპატრონა ნახევარ საქართველოს და სახნავ-სათესზე და საძოვრებზე ქართველ მოსახლეობას შესვლას უკრძალავენ?დაფიქრდით და დაანებეთ თავი განკითხვის ცოდვის მორევში ყურყუმალაობას.ღმერთმა გაგინათოთ გონება და მოგცეთ სწორი განსჯის უნარი.ამინ!
პირადად ძალიან კარგად ვიცნობ მეუფე იოსებს.უსათნოესი ადამიანია.ბევრჯერ გაჭირვებაში ჩავარდნილს,მეც დამხმარებია და ზუსტად ვიცი ბევრ ადამიანს ეხმარება.ასე რომ შეიცოდეთთქვრნი თავი და ნუ განიკითხავთ.