Home რუბრიკები ეკონომიკა მეუფე ზენონი: კარგი იქნება თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს

მეუფე ზენონი: კარგი იქნება თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონის თქმით, ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, თუმცა არ ეთანხმება იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო დროს მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთდა. მეუფის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს. მისივე განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არსებობს. 

როგორც მთავარეპისკოპოსმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ურიგო არ იქნება, თუკი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სინოდის სხდომა ჩაინიშნება.

”ხვალიდან უფრო თვალნათელი გახდება მოვლენები. ქალბატონ შორენას ვიცნობ 1989 წლიდან. ვიცნობ ძალიან კარგად და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია. მეუფე პეტრემ კარგად იცის, რომ მას არ ვეთანხმები. ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს, მაგრამ მეუფე პეტრეს არ ვეთანხმები გაკეთებულ განცხადებებში. აუდიტის შემოსვლა საკმაოდ ნორმალური ფორმაა. მე თვითონ 5 წლის განმავლობაში ვიყავი საფინანსო ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე და თავად ვიყავი ინიციატორი საპატრიარქოში აუდიტის შემოსვლის. ამის საჭიროება დღესაც არსებობს. ვფიქობ, არც სინოდის გამართვა იქნება ურიგო”, – განაცხადა გუშინ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.

1 COMMENT

  1. ზიანის მომტანია თუ არა მაგაზე გამოძიებამ დადოს პასუხი,მაგრამ ჰაბიტუსს ეტყობა კდემაა თუ ზიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here