სამოქალაქო საცხოვრისის პროგრამა არის ყველაზე ამბიციური სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ხელახლა დააფიქროს ხალხი სოციალისტური ქალაქის მოწყობაზე. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სახელმწიფომ მიაღწია თავის ამოცანას და დაასრულა 1 400 000 სახლის მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„დღეს ჩვენ მივაღწიეთ საოცარ შედეგს, ამდენი დაბრკოლების შემდეგ: 1 400 000 სახლი აშენდა და გადაეცა ჩვენ მოსახლეობას. გავაგრძელოთ გამარჯვებების გზა,“ აღნიშნა მადურომ თავის Twitter-ის გვერდზე.
სამოქალაქო საცხოვრისის პროგრამა არის უფასო ან ძალიან შეღავათიანი, რაც დამოკიდებულია ოჯახის მოთვონებზე შესაძლებლობაზე.
ვენესუელას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ომის და ნედლეულის ფასების 70% ვარდნის მიუხედავად, მთავრობამ არ შეწყვიტა ინვესტიციები სამოქალაქო სფეროში.
„2016 წ. საგარეო ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, ორჯერ უფრო მეტი სახლი ავაშენეთ ჩვენი მოსახლეობისთვის,“ განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფომ პირველად დაისახა ეს მიზანი იმისათვის, რომ უზრუნველყო სახლებით 2010 წ. დატბორვის შედეგად სახლ-კარის გარეშე დარჩენილი დაზარალებული ადამიანები. აღსანიშნავია, რომ მშპ-ს ზრდა მომდევნო წლებში არ უწყობდა ხელს იაფი საცხოვრისის პროგრამის განხორციელებას ფართო მასებში. 2011 წ პრეზიდენტ უგო ჩავესმა გაშალა პროგრამა და ის შეეხო სოციალურად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ წინამორბედი ხელისუფლების პერიოდში.
პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება ბინების ღირიბულებას მაქსიმალურად ფარავს და ბინის მფლობელებს მხოლოდ 60%-დე თანხის გადახდა უწევთ.