Home რუბრიკები ეკონომიკა „ბლუმბერგი“: საქართველოს ეკონომიკა მაღალი რისკის ზონაშია. ლარი შეიძლება კვლავ გაუფასურდეს

„ბლუმბერგი“: საქართველოს ეკონომიკა მაღალი რისკის ზონაშია. ლარი შეიძლება კვლავ გაუფასურდეს

საფინანსო ბაზრების მონაწილეებისთვის ინფორმაციის ძირითადმა მიმწოდებელმა ამერიკულმა სააგენტობლუმბერგმაგლობალური რისკების რუკა გამოაქვეყნა. გამოცემამ შეაფასა საფრთხეები, რომელთა წინაშეც მსოფლიოს ქვეყნები მიმდინარე წელს შეიძლება აღმოჩნდნენ.

„ბლუმბერგის“ რისკების რუკა შედგენილია 29 ინდიკატორის მიხედვით, მათ შორისა, ინვესტორთა წინაშე არსებული ფინანსურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკები.

რუკაზე „ბლუმბერგი“ გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციას და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით  ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.

საქართველო „ბლუმბერგის“ რისკების რუკაზე მაღალი რისკების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა 11,6 ქულით. ექსპერტებმა საქართველოში უმუშევრობის რისკ-ფაქტორი 11,4%-ით შეაფასეს, ინფლაციის კი-4,4%-ით.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/blumbergi-2.jpg

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, მაღალი რისკის ზონაში მოხვდა 16 ქვეყანა. საქართველოს (70 – ადგილი 82 ქვეყანას შორის) გარდა, ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, მონღოლეთი, პარაგვაი, ტუნისი, კენია, ეკვადორი, განა, ნიგერია, ჰონდურასი, ტანზანია, ვენესუელა, იორდანია, დომინიკის რესპუბლიკა, პაკისტანი და შრილანკა.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი საშუალო რისკების ქვეყნებს შორისაა, უკრაინა და თურქეთი კი – შედარებით მაღალი რისკების ქვეყნებს შორის.

ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან:  ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ჰონგ კონგი  და გერმანია.

ბლუმბერგის ექსპერტთა მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი რისკებია უმუშევრობა (შრომისუნარიანი მოსახლეობის 11,4%) და ინფლაცია (4,4%). რისკები, რომლებზეც წერენ ბლუმბერგისექსპერტები, მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ შეიძლება გაუფასურდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here