Home რუბრიკები ეკონომიკა ტრამპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებს აჩერებს

ტრამპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებს აჩერებს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის კომპანია “ტრამპ ორგანიზეიშენი” აზერბაიჯანსა და საქართველოში ბიზნესს აჩერებს. ამის შესახებ მასმედიას ტრამპის ადვოკატმა ალან გარტენმა განუცხადა.

გარტენის თქმით, კომპანიამ აზერბაიჯანში ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია უკან გაიწვია. ანალოგიურ გადაწყვეტილებას კომპანია საქართველოში დაგეგმილ დეველოპერულ პროექტზეც მიიღებს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ სალიცენზიო შეთანხმების პირობები ვერ დააკმაყოფილეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here