Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

გაზეთის წინა ნომერში განვიხილეთ კრიზისის მომზადების პერიოდში ინფორმაციული გლობალური შეტევის საკითხი. დღეს შევეცდებით, გავარკვიოთ, რა ემართება ამავე პერიოდში ფიუჩერსის მეორე შემადგენელს _ ფულს.

აქაც ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიმდინარეობს. ყველაზე უფრო არასასურველ ვითარებაში, თუ ფასი ისე არ წარიმართა, როგორც ნავარაუდევი იყო, ზარალის ოდენობა განისაზღვრება ფიუჩერსისა და რეალური ფასის სხვაობის ოდენობით. ეს სხვაობა, გინდა, მილიონები იყოს, გინდა _ მილიარდობით დოლარი, “საბეჭდი დაზგისთვისსულერთია. იმდენ დოლარს ჩამობეჭდავენ, რამდენიც მოესურვებათ. სხვაობაც მოისპობა. ფულის წაგება გამორიცხულია. ფედერალურ სარეზერვო სისტემას თავისი საინვესტიციო ფონდების, თავისი ბროკერების დოლარებით მომარაგება არ გაუჭირდება.

მას შემდეგ, რაც ჩაივლის ნავთობზე ფასის ხელოვნურად ბიძგმიცემული თავაწყვეტილი ზრდის პერიოდი, დადგება დრო მისი ასევე ხელოვნურად ორგანიზებული გაიაფების. ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდება: გაზეთები პესიმისტურ ფურცლებად გარდაიქმნება, ანალიტიკოსები კამერების წინ ატირდებიან, ბირჟებიდან მოწოდებული ცნობები ფრონტულ რეპორტაჟებს დაემსგავსება. ზარალი, ზარალი და კიდევ ზარალი!

საჭირო ეფექტის შესაქმნელად თავს გამოიდებენ გარკვეული ორგანიზაციები. მაგალითად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (OPEC), რომელიც სახეს ჩამოიხოკავს გლოვის ნიშნად და განაცხადებს, რომ იგი, “მეოთხედ საუკუნეში პირველად, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას ელოდება”.

რას წარმოადგენს ეს სტრაქტურა?

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აერთიანებს მსოფლიოში ნავთობის მომხმარებელ 27 უმსხვილეს სახელმწიფოს. შექმნილია 1973 წელს, მაშინ, როცა არაბებმა თავიანთი ნავთობის ემბარგოთი დასავლეთი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მათ შორის პირველია ამერიკის შეერთებული შტატები. მასთან ერთად _ ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა. სწორედ მათზე მოდის მსოფლიოში მოხმარებული ნახშირწყალბადის 45 პროცენტი. დაინტერესებულნი არიან ნავთობის მომხმარებლები ამ პროდუქტის გაიაფებით? რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი არიან. ისინი სიხარულით მოაწერენ ხელს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც მათ დანახარჯის ეკონომიაში ხელს შეუწყობს. ფასების გაიაფებაში შტატებს დაეხმარებიან ნავთობის მომხმარებლები, გაძვირებაში _ მომპოვებლები.

უფრო ზუსტად, ფასების გაიაფება და გაძვირება ბირჟის გადამყიდველების, საინვესტიციო ფონდებისა და ფიუჩერსების უცნაური სისტემის მეშვეობით ხდება. ფასს აიაფებს “საბეჭდი დაზგა”, ხოლო “ოპეკი” ან საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მხოლოდ ქმნის ამისთვის საჭირო ინფორმაციულ ფონს. ჯერ კიდევ 2005 წელს ყატარის ნავთობის მინისტრმა აბდულა ატიამ “პატიოსნად” განაცხადა: “თუ ნავთობის ფასი ზედმეტად ძვირია, ნუ დააბრალებთ ამას ოპეკს. ამ შემთხვევაში კარტელმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ეს სიტუაცია ორგანიზაციის კონტროლს მიღმა მდებარეობს”. ხოლო ნავთობისა და გაზის საკითხებში ბრიტანულ გაზეთ “ფაინეშელ თაიმსის” რედაქტორი ედ კრუკსი უფრო გულახდილი აღმოჩნდა: “ოპეკის ძალა ფერმკრთალდება ენერგეტიკაზე ამინდისა და გლობალური საინვესტიციო ფონდების გავლენის წინაშე. მსოფლიო ბირჟებზე ნავთობით ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობა ნავთობპროდუქტებთან ერთად ათჯერ აღემატება მსოფლიოში ნედლი ნავთობის ყოველდღიური მოპოვების ოდენობას. თუ გადამყიდველები გადაწყვეტენ, რომ ნავთობი უნდა გაიაფდეს, ვერავითარი ოპეკი მათ ვერ შეაჩერებს”.

გჯერათ, რომ ნავთობი თავისით გაიაფდა?!

გაიხსენეთ, რომ სწორედ 2008 წელს შტატების ძირითადი საინვესტიციო ბანკები დაექვემდებარა ფედერალური საინვესტიციო სისტემის მფლობელების საკუთრებაში არსებული ბანკების კონტროლს

და კიდევ _ 2008 წლის ივლისში საუდის არაბეთმა, რომელიც ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებს, უცებ გადაწყვიტა უპრეცედენტოდ გაეზარდა თავისი სადღეღამისო მოპოვება 550 ათასი ბარელით _ 9,7 მილიონამდე. ამ ქვეყანაში ამ დონემდე “შავი ოქროს” მოპოვება 1981 წლიდან არ აღრიცხულა, მაგრამ ეს ხომ გამოიწვევდა ნავთობის გაიაფებას? რა თქმა უნდა. ასეც მოხდა: სწორედ 2008 წლის ივლისიდან ბარელის ფასმა 147 დოლარიდან სწრაფი ვარდნა დაიწყო. ნუთუ საუდიტებს აღარ სჭირდებათ ფული? რატომ აიაფებენ თავიანთ საქონელს?

ფული სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საუდის არაბეთი ივლისის მაქსიმალურ ფასად თავისი ნავთობის გაყიდვას. ასე კი იმიტომ მოქმედებდა, რომ იცოდა: ბარელის კურსს 2008 წელს არ განაგებდა მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსი. ნავთობს გააიაფებდნენ ფიუჩერსების დახმარებით, თანაც _ ძალიან მალე…

დღევანდელი ეკონომიკა მართლაც დაავადებულია. ბირჟებზე ადამიანები ვაჭრობენ არა ნავთობით, არამედ _ ფიუჩერსად წოდებული ქაღალდით. სწორედ ისინი განსაზღვრავენშავი ოქროსფასს და არა ნავთობის საბადოების მფლობელები. იმიტომ, რომ ვირტუალური ფიუჩერსული ნავთობით ვაჭრობის მოცულობა მრავალგზის აჭარბებს რეალური ნავთობით ვაჭრობის მოცულობას. ასე წარმართავს თავის ნებაზე ვირტუალური სამყარო რეალობას _ არსებულსა და მოსალოდნელს.

ასეთია დღეს ნავთობის ბაზარი. პოლიტიკა კი ყოველთვის რეალურ ფაქტებს ეფუძნება. როგორიც ფაქტებია _ პოლიტიკაც ისეთია. დღეს ნახშირწყლები მისი მთავარი შემადგენელია.

მოდით, დავრწმუნდეთ, რომ მართლაც ასეა.

რატომ არ უყვარს აშშ ვენესუელა, ირანი და ერაყი?

სამშობლო იმიტომ კი არ უყვართ, რომ დიდია, არამედ იმიტომ, რომ მათია.

სენეკა

გიყურებთ და ვფიქრობ: კიდევ დავლიო, თუ უკვე მომწონხართ?

ანეკდოტი

შეიძლება თუ არა იმ პოლიტიკური მიზნების გაგება, რომელთა განხორციელებასაც ისწრაფიან კრიზისის ორგანიზატორები? ამის გაკეთება თუ გვსურს, ჯერ უნდა გავარკვიოთ პოლიტიკა, რომელითაც ამერიკის სახელმწიფო ხელმძღვანელობს და რომლის წიაღში ძალიან რთულია ფედერალური სარეზერვო სისტემის პატრონების დანახვა.

თანამედროვე ეკონომიკის მთავარი ნედლეული ნახშირწყალბადია. მისგან აკეთებენ ყველაფერს. სად არის თავმოყრილი ეს “ყველაფერი”? სადაც არის მისი მთავარი მარაგი, იქვეა მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის გული. ნავთობის საბადოების ირგვლივ, დიდი ხანია, ტრიალებს პოლიტიკური ახალი ამბების გრიგალი.

საუდის არაბეთი _ შეერთებული შტატები უახლოესი მოკავშირე, თანაც _ სოლიდური სტაჟით: ჯერ კიდევ 1945 წელს ამერიკული კრეისერის ბორტზე შეხვდა ფრანკლინ დელანო რუზველტი მეფე იბნ საუდს. სწორედ ამერიკულმა კომპანიამსტანენარტ ოილმა” (ამჟამად _ “შევრონმა”) 1938 წელს აღმოაჩინა საუდის უდაბნოში ნავთობი. შემდეგ ამ მეგობრობამ ნავთობის შეფერილობა მიიღო. ნავთობის მოსაპოვებლად შექმნესარაბიენ ამერიკენ ოილ კომპანი” (“არამკო”), რომელიც ნავთობს ამერიკულ საცავში ტუმბავდა 1976 წლამდე, სანამ საუდელებმა არ მოახდინეს მისი ნაციონალიზება. ეს ნაბიჯი კი გადადგეს, მაგრამ სრულად ამერიკის გავლენის ქვეშ დარჩნენ. ამერიკელებიარ განაწყენებულანთავიანთ პარტნიორებზე. სწორედ საუდელებმა მოახერხეს ნავთობის მოპოვებისმოულოდნელიგაზრდით მისი ღირებულების სამჯერ გაიაფება და საბჭოთა კავშირის ძალიან ცუდ დღეში ჩაგდება.

საუდელებისა და ამერიკელების დაახლოების დეტალები შესანიშნავად აქვს აღწერილი ჯონ პერკინსს თავის წიგნში “ეკონომიკური მკვლელის აღსარება”. ნავთობის გაყიდვით მიღებული ფული არაბებმა თავიანთი ქვეყნის განვითარებას მოახმარეს, ხოლო ყველაფრის (რაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას) მშენებლობა აშშ-მა განახორციელა. ფული რჩებოდა იმ ქვეყანას, რომელმაც იგი (ფული) ჩამობეჭდა. გზებს, ცათამბჯენებს მოჰყვა ამერიკული სამხედრო ბაზები. დღეს საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლს სრულად არის დამორჩილებული.

ცნობისთვის: საუდის არაბეთის კეთილდღეობის წყარო ნავთობი კი არ არის, არამედ მისი უზარმაზარი რაოდენობა გამრავლებული მოსახლეობის მცირერიცხოვნობაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ნავთობი იქ ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში, მოსახლეობა კი _ შვიდჯერ ნაკლები, აქედან _ განვითარების უზარმაზარი ნახტომი. 1973 წელს სამეფოს დედაქალაქ ერ რიადში თხების ფარები დაეხეტებოდნენ, რომლებიც ქალაქის ქუჩების ნარჩენებისგან გასუფთავებისთვის იყვნენ გამოყენებულნი. არც ერთ თავმოყვარე საუდელს არ სურდა ნაგვის გატანა. არც ახლა სურს _ ქვეყანაში მილიონობით გასტარბაიტერია, რომლებიც არასოდეს მიიღებენ მოქალაქეობას.

კანადა _ ძალიან საინტერესო შემთხვევაა. შეგიძლიათ შეამოწმოთ საკუთარი ერუდიცია. ვინ არის ამ ქვეყნის მეთაური? არ იცით? მაშინ სხვანაირად შეგეკითხებით: როგორი პოლიტიკური წყობაა ნეკერჩხლის ფოთლის ქვეყანაში? ყველაზე პოპულარული პასუხია _ რესპუბლიკური. პასუხი მცდარია. თქვენ წინაშეა ჩვენი მსოფლმხედველობის მრავალწლიანი მანიპულირების ნაყოფი. რას ვგულისხმობ?

მხოლოდ იმას, რომ კანადა მონარქიული სახელმწიფოა.

სწორედ მონარქი არის ამ სახელმწიფოს მმართველი. ამჟამად ეს თანამდებობა უკავია ელიზაბეტ II, ინგლისის დედოფალს. მისი ოფიციალური ტიტული ასეთია: “ელიზაბეტ II, ღვთის წყალობით, გაერთიანებული სამეფოს, კანადის და სხვა სამეფოებისა და ტერიტორიების დედოფალი. თანამეგობრობის მეთაური, რწმენის დამცველი”. იგი კანადაში მეფობს 1952 წლის 6 თებერვლიდან. გვირგვინის მემკვიდრეა ჩარლზი, უელსის პრინცი. შემდეგ უფრო საინტერესოდ ვითარდება სიტუაცია. პრემიერმინისტრები, საპარლამენტო პარტიები, არჩევნები, ყველაფერი თურმე ბუტაფორიაა. რუსეთს ყოველთვის საყვედურობენ იმპერიული აზროვნების გამო და მახვილივით მოიქნევენ საკრამენტულ ფრაზას: “იმპერიების დრო წავიდა!”

ამ დროს ბრიტანეთის იმპერია არ დამთავრებულა, დამალულია მხოლოდ. შენიღბულია. რუსეთის იმპერიამ კი მართლა შეწყვიტა არსებობა.

ჩამორჩენილრუსეთის იმპერიაში იგივე სისტემა მოქმედებდა, როგორიცმოწინავებრიტანეთის იმპერიაში დღემდეა შენარჩუნებული. განსხვავება _ არავითარი. თუმცა ერთადერთი განსხვავება მაინც არის: რუსეთი დამარცხდა გეოპოლიტიკურ შეტაკებაში ოქტომბრის რევოლუციის გამო და ამიტომაცჩამორჩა”. ანგლოსაქსებმა კი მოაწყვეს ეს რევოლუცია და გადაიქცნენ თავისუფლების შუქურად. მათ თავიანთი იმპერია თითქოს დაითხოვეს, დაშალეს, მაგრამ შეინარჩუნეს მმართველობის ის სისტემა, რომელიც რუსეთში 1914 წლამდე არსებობდა.

დიდი ბრიტანეთის გარდა, აქაური მონარქი 15 ქვეყნის მეთაურიც გახლავთ. ნუთუ ეს არის ამ ქვეყნებისა და მეტროპოლიის უწინდელი კოლონიური ერთობის შედეგი? დღეს ყველა მათგანი დამოუკიდებელია და თითოეულ ქვეყანას თავისი მონარქი ჰყავს, მაგრამ ყველას მონარქი… ერთია! ეს ისეთივე აბდაუბდაა, როგორიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებს (ამჟამად _ სახელმწიფოებს) პრეზიდენტად ელცინი, პუტინი და მედვედევი რომ ჰყოლოდათ _ რუსეთის სხვადასხვა დროის პრეზიდენტები. როგორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ამ სახელმწიფოების პოლიტიკა _ პრორუსული თუ ანტირუსული?

ფრიად კომფორტული სისტემა შეიქმნეს ინგლისელებმა. ევროპელი მონარქებისთვის ინგლისი მონარქიული ქვეყანაა. ყველაფერი ტრადიციას ექვემდებარება, სიმშვიდე სუფევს და კეთილშობილება. მეამბოხე რევოლუციონერების ჭაჭანება არსადაა, შეთქმულების არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნება. ძირგამომთხრელი ყველა ელემენტისთვის დიდი ბრიტანეთი არნახული თავისუფლების ქვეყანაა, სადაც არ არის დესპოტია და არავინ თრგუნავს ადამიანების ღირსებას. გსმენიათ ოდსმე, რომ რევოლუციონერები იბრძოდნენ ინგლისის მონარქიის წინააღმდეგ? უმხილებიათ თუნდაც ერთხელ? არა! არადა, იგი არაფრით სჯობდა გერმანიის ან რუსეთის მონარქიებს. მტკიცება იმისა, რომ ინგლისის დედოფალი მეფობს და არ მართავს, კიტრის ფასადაც არ ღირს, საფუძველი ეცლება ფაქტებისა და დოკუმენტების გაცნობისთანავე. მართავს, და მერე როგორ! ინგლისის გვირგვინოსან პიროვნებას ამჟამადაც, ჩვენს დროში, უფლება აქვს:

* გამოაცხადოს ომი პარლამენტთან შეუთანხმებლად;

* დანიშნოს პრემიერ-მინისტრი (არა მაინცდამაინც არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მეთაური, არამედ ვინც მას (მეფეს) სურს);

* დაითხოვოს პარლამენტი;

* უხელმძღვანელოს შეიარაღებულ ძალებს.

ამით ყველაფერი არ ამოიწურება. ინგლისის დედოფალი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურიც არის. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი კი რომის პაპია…

ახლა კი _ მნიშვნელოვანი ნიუანსი: ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებანი ინგლისის დედოფალს აქვს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ კანადაშიც, ავსტრალიაშიც და დანარჩენ ქვეყნებშიც, რომლების სახელმწიფო მეთაურად ითვლება იგი. ბრიტანეთის დედოფალი, დიდი ბრიტანეთის გარდა, კიდევ 15 ქვეყნის მეთაურია. ესენია: ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა _ ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა.

როგორ მოგწონთ ეს შენიღბული იმპერია? რატომ არ იყენებს ბრიტანელი მონარქი თავის ამ უფლებებს? ვინ თქვა, რომ არ იყენებს? კანადაც და ავსტრალიაც მონაწილეობდა ყველა მსოფლიო ომში ინგლისელების მხარეს. მათი სახელით ბრიტანეთის მონარქმა გამოუცხადა გერმანიას ომი, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი კაიზერი 1914 წელს ვერანაირად ვერ დაემუქრებოდა ამ შორეულ ტერიტორიებს! ანალოგიური სიტუაცია იყო 1939 წელსაც: გერმანიამ ომი პოლონეთს გამოუცხადა 1 სექტემბერს. დახედეთ რუკას. ემუქრება რამე ამ შემთხვევაში ავსტრალიას ან სამხრეთ აფრიკასა და კანადას? არა, არ ემუქრება. რა თქმა უნდა. მაგრამ დემოკრატიულ ანგლოსაქსურ იმპერიაში ყველაფერს წყვეტს ერთპიროვნული მმართველი _ მეფე. შედეგს წაიკითხავთ სასკოლო სახელმძღვანელოებში: 1939 წლის 3 სექტემბერს მესამე რიახს ომი გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ინდოეთმა, ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთმა; 4 სექტემბერს _ სამხრეთაფრიკის კავშირმა; 7 სექტემბერს _ კანადამ.

შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ქვეყანა, თუ მას სხვა სახელმწიფოს მეთაური მართავს?

შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ქვეყანა, თუ მისი სახელით ომს სხვა ქვეყნის მეთაური გამოუცხადებს რომელიმე სახელმწიფოს?

შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ქვეყანა, თუ მისი პარლამენტის დათხოვნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია სხვა სახელმწიფოს მეთაურს?

შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ქვეყანა, რომლის არმიას სხვა ქვეყნის მეთაური სარდლობს?

არა, არ შეიძლება. ამაზე ლაპარაკი არ უყვართ, მაგრამ ასეა. ის ფაქტი, რომ დედოფალი პრემიერად ნიშნავს არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ჩამოყალიბებული ტრადიციაა და არა კანონის ზეობა. თუ, მაგალითად, კანადაში არჩევნებში გაიმარჯვებს პარტია, რომელიც მომხრეა კვებეკის პროვინციის გამოყოფისა და რუსეთთან ან ჩინეთთან სამხედრო კავშირის დამყარების, და პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, დედოფალი დაუყოვნებლივ დაითხოვს ასეთ პარლამენტს.

ნავთობის მარაგის მოცულობით მესამე ადგილზეა ირანი. რატომ იყო, რომ აშშ ბოლო პერიოდამდე ასე აქტიურად უტევდა ირანს? დარტყმებითაც კი ემუქრებოდა? იმიტომ, რომ სურდა, სპარსეთს დაეთმო ამერიკელებისთვის თავისი წიაღისეული სიმდიდრე, უფრო ზუსტად, კვლავ დაექვემდებარებინა დასავლეთის კონტროლისთვის. გავიხსენოთ, რომ იყო დრო, როცა შეერთებული შტატები სრულად აკონტროლებდა ამ ქვეყანას. და მხოლოდ ირანელი ხალხის აბობოქრებამ გამოგლიჯა ანგლოსაქს მიმტაცებლებს სპარსეთის ბუნებრივი სიმდიდრე.

1941 წლის აგვისტოში საბჭოთა და ბრიტანულმა ჯარებმა მოახდინეს ირანის ოკუპირება. ნავთობით მდიდარი ამ რეგიონის საზღვარზე სსრკ-ს ორი არმია ჰყავდა განლაგებული და ირანში შეჭრის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ ჯარის ერთი ნაწილის გადასროლა მოსკოვის დასაცავად. არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ირანს ინგლისელები. მოკავშირეებმა ირანის სათავეში დასვეს შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ (1946 წელს) საბჭოთა ჯარები სამშობლოში დაბრუნდნენ, ანგლოსაქსები კი დიდი ხნით დაყოვნდნენ, მთავარ არგუმენტად ინგლისური ნავთობკომპანიის მიერ სამომპოვებლო საქმიანობის გაგრძელების აუცილებლობა იყო წარმოდგენილი. ამ კომპანიის წიაღიდან აღმოცენდა შემდგომ ცნობილი “ბრიტიშ პეტროლეუმი” (ბი-პი).

1951 წელს ირანის პრემიერად დემოკრატიულად არჩეულმა მოჰამედ მოსადიკმა მოახდინა ქვეყნის ნავთობის მრეწველობის სრული ნაციონალიზაცია. ანგლოსაქსები გაცოფდნენ: მათ მოსადაკის დიდი იმედი ჰქონდათ _ 1951 წელს ჟურნალმათაიმმაიგიწლის ადამიანადგამოაცხადა (საინტერესოა, რომ იმავე ჟურნალმა 1938 წელსწლის ადამიანად ადოლფ ჰიტლერი დაასახელა).

1952 წლის ოქტომბერში მოსადიკის მთავრობამ გაწყვიტა კავშირი დიდ ბრიტანეთთან. 1953 წელს მოსადიკმა წინადადება მისცა შაჰს, წასულიყო ირანიდან და ეს ახსნა იმით, რომ მონარქმა უნდა იმეფოს და არა მართოს.

მაგრამ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. მოსადიკი, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, ჩამოაგდეს ამერიკელების მიერ ორგანიზებული ქუჩის დემონსტრაციებისა და არეულობის შედეგად, დღევანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, “ფერადი რევოლუციის” შედეგად. დარჩენილი ცხოვრება მან შინაპატიმრობაში გალია. სრული ძალაუფლება შაჰის ხელში აღმოჩნდა. და მან 1954 წლის 19 სექტემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმთან, რომელიც ითვალისწინებდა ირანული ნავთობის დასავლეთის მონოპოლიებისთვის გადაცემას. ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის ლომის წილი აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთისკენ წარიმართა. სანაცვლოდ ირანმა მიიღო მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც ფრიად სპეციფიკური დანიშნულების იყო: 1957 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელშეწყობით შეიქმნა საიდუმლო პოლიცია სავაკი.

მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა: 1979 წლის 11 თებერვლის ისლამურმა რევოლუციამ ტახტიდან ჩამოაგდო შაჰი და დაამყარა ისლამური რესპუბლიკაველაიათეფაკიჰ”-ის თეოლოგიური პრინციპის საფუძველზე.

ამერიკის მარიონეტის _ შაჰის განდევნის პროცესი თითქმის ერთ თვემდე გაიწელა.

ირანში ისლამური რევოლუციის დაწყების ოფიციალურ თარიღად მიჩნეულია 1978 წლის 8 იანვარი, როცა ქალაქ ყუმში დახვრიტეს პირველი დიდი ოპოზიციური დემონსტრაცია. საპროტესტო გამოსვლებმა და დემონსტრაციებმა აიძულა შაჰი გასცლოდა ირანს, ქვეყანაში კი დევნილი აიათოლა ჰომეინი ჩავიდა. თეირანში დაიწყო ქუჩის ბრძოლები, მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება. ირანის არმიამ და უშიშროების ძალებმა თავიანთი ნეიტრალიტეტი საჯაროდ გამოაცხადეს. ეს კი რევოლუციის გამარჯვებას ნიშნავდა. ირანელებმა აშშ-ს მოსთხოვეს გაქცეული შაჰის მათთვის გადაცემა და ამ მიზნით ხელთ იგდეს ამერიკელების საელჩო თეირანში, მისი თანამშრომლები კი მძევლებად გამოაცხადეს.

მთელმა მსოფლიომ დაინახა ამერიკელების უძლურება. ჩაიფუშა მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია, რომელსაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის კარიერა შეეწირა. ბედის დაცინვასავით იყო, როცა ოპერაციის ჩაფუშვის ტალღაზე აშშ-ის პრეზიდენტად რონალდ რეიგანი მოგვევლინა, საბჭოთა კავშირის მომავალი მესაფლავე. საინტერესოა, რომ თეირანში მძევლების გათავისუფლება რეიგანის პრეზიდენტად გამოცხადებისთანავე მოხდა. არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეთა საიდუმლო კონტაქტები არ შეწყვეტილა.

ირანის რევოლუციას სერიოზული კორექტივები შეაქვს აშშის რეგიონულ პოლიტიკაში. “საბეჭდ დაზგასთანნებისმიერი დაპირისპირება უნდა დაისაჯოს, მით უფრო, თუ ირანის ნავთობის სივრციდან ამერიკელების მოკვეთა დაუყოვნებლივ აისახება აშშის ეკონომიკაზე. 1978 წლის განმავლობაში დოლარის ინფლაცია ამერიკაში 6,8 პროცენტიდან 9 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო იანვარში, როცა შაჰი ჩამოაგდეს, ორნიშნა სიდიდეს მიაღწია _ 12 პროცენტს. სახელმწიფომ ბენზინის ფასზე კონტროლი დააწესა. ზაფხულში ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები დადგა.

ირანში რევოლუცია 1979 წელს მოხდა. შურისძიებამაც არ დააყოვნა. ბრძოლის წინა ხაზზე გამოდის ახალგაზრდა და პერსპექტიული ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი.

 როგორც კი ძალაუფლება ხელთ იგდო (1978 წელს), ჰუსეინმა ირანს შეუტია: 1980 წელს თავს დაესხა სპარსეთს. ეს ომი 10 წელიწადს გაგრძელდა და მილიონობით ადამიანი შეიწირა.

მკითხველებისთვის ცნობილია, რომ ჰუსეინი მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვისთვის ჩამოახრჩეს. ამერიკელებმა ტაში დაუკრეს დიქტატორის ამ გზით მოცილებას, მაგრამ მაშინ, როცა ჰუსეინმა ირანის წინააღმდეგ გაილაშქრა, ისინი მის მხარეს იყვნენ. ასეთი ურთიერთობა ერაყამერიკის ურყევ მეგობრობაში გადაიზარდა.

როცა რევოლუციურმა პარტია ბაასმა ერაყის ნავთობის ნაციონალიზაცია მოახდინა, ამერიკელებმა დაუყოვნებლივ გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან. მაგრამ, როგორც კი დაიწყო ერაყ-ირანის ომი, ძველი წყენა გაქრა. 1982 წელს ბაღდადი ამერიკელებმა ამოშალეს იმ სახელმწიფოთა სიიდან, რომლებიც “მხარს უჭერენ საერთაშორისო ტერორიზმს”. ეს კი ნიშნავდა, რომ აშშ იწყებდა ერაყთან სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობის ყოველმხრივ გაფართოებასა და გაძლიერებას. 1984 წელს ბაღდადში კვლავ გაიხსნა აშშ-ის საელჩო, რომელმაც დაუყოვნებლივ დაიწყო სადაზვერვო ცნობების მიწოდება ერაყელი სამხედროებისთვის, რომელთაც თავისი ჯაშუში თანამგზავრების მეშვეობით იღებდა.

1984 წელს გაჭირვებულმა ერაყმა 345 მილიონი დოლარი მიიღო ამერიკისგან, მომდევნო 1985 წელს _ 675 მილიონი, 1987 წლის ბოლოსთვის ერთი მილიარდი დოლარის მიცემას დაჰპირდნენ.

რას ახარჯავდა ამ ფულს სადამი?

ირანთან ომს.

ვინ აძლევდა ფულს?

ამერიკის შეერთებული შტატები.

ესე იგი, ვისი ფულით ხოცავდა ჰუსეინი ირანელებს?

ამერიკელების დოლარებით.

რატომ ჩამოახრჩვეს, ბოლოს და ბოლოს, ამხანაგი ჰუსეინი? იმიტომ, რომ კონტროლს არ დაემორჩილა. თავისი თამაშის დაწყების წინ ერაყელმა დიქტატორმა კრამოლური აზრი წამოაყენა _ ერაყული ნავთობი ამერიკულ დოლარებზე კი არ გაეყიდა, არამედ ერაყულ დინარებზე.

ამერიკელებმა მრავალსვლიანი ლამაზი კომბინაცია შეიმუშავეს. აიძულეს სადამი, თავს დასხმოდა ქუვეითს (ამერიკელების მაპროვოცირებელი მეთოდები ცნობილია), შემდეგ თავადვე დასაჯეს და აგრესიული რეჟიმისგან არაბების დაცვის საბაბით, თავიანთი სამხედრო ბაზები დააფუძნეს რეგიონში. ოპერაციაში “ქარიშხალი უდაბნოში” შემდეგ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, აშშ-მა ჰუსეინს ხელი არ ახლო. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკელებს ჰქონდა მიზეზი ერაყში შეჭრის, როცა კი მოისურვებდნენ.

გაგრძელება

შემდეგ ნომერში

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here