Home რუბრიკები ეკონომიკა “ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლები მესამედით შემცირდა

“ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლები მესამედით შემცირდა

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ექსტრემისტული დაჯგუფების შემოსავლები 56 მილიონ დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როდესაც 2015 წლის შუა პერიოდში 80 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შემოსავლების შემცირება ნავთობზე ფასის დაცემამ და მათი პოზიციების განადგურებამ განაპირობა. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ახლა მხოლოდ 21 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებენ, ადრე კი _ 33 000 ბარელს. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სირიასა და ერაყში დაკავებული ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here