რეპატრიაცია გრძელდება: გერმანიამ ნიუ იორკიდან და პარიზიდან 366 ტონა ოქრო დაიბრუნა
ძვირფასი ლითონების მსოფლიოში უდიდესმა სავაჭრო ბირჟამ _ New York COMEX -მა, საწყობებში რეგისტრირებული ოქროს მარაგის მორიგი შემცირების შესახებ განაცხადა.
მარაგის მოულოდნელად ამოღების შედეგად СOMEX-ის ოქროს მარაგი 73 პროცენტით შემცირდა და დღეს 74 ათას უნციას აღწევს. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ოქროს მარაგი 14-ჯერ შემცირდა. მაშინ, როცა ბირჟაზე არსებული კონტრაქტების მიხედვით, მოთხოვნა 40 მილიონ უნციას აღწევს. ამრიგად, 2016 წლის იანვარის ბოლოს ნავაჭრი ფიუჩერსების 99,81 პროცენტი ფიზიკური ლითონით არ იყო უზრუნველყოფილი. დაუყონებლივ მიწოდებით დადებული 542 კონტრაქტიდან, საბაზისო აქტივებით მხოლოდ ერთის შესრულებაა შესაძლებელი. რეგისტრირებული ოქროს მარაგის სწრაფი კლება 2013 წლის შემოდგომიდან დაიწყო. 2014 წლის დასაწყისში ფიუჩერსების დაფარვის შეფარდება დაეცა და 1:100-თან შეადგინა. გერმანიის ბუნდესბანკმა კი ოქროს ზოდების 2015 წლის რეპატრიაციის პროგრამის შესახებ ახალი მოხსენება გამოაქვეყნა. გერმანიამ, როგორც ჩანს, დასახულ მიზანს მიაღწია და დღეს ფრანკფურტი არის ქალაქი, რომელში ბუნდესბანკის ოქროს უდიდესი მარაგია თავმოყრილი.
შარშან გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა ფრანკფურტში დააბრუნა 210 ტ ოქრო, მათგან 110 _ პარიზიდან, 100 _ ნიუ იორკიდან.
2013 წელს დაიწყო 300 ტ ოქროს დაბრუნების პროგრამა ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის საცავებიდან. გერმანელებს განზრახული აქვთ, 374 ტ ოქრო დაიბრუნონ საფრანგეთის ბანკის საცავებიდან. პროგრამა, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულდეს, საკმაოდ უცნაურია: აღნიშნული 674 ტ ოქროს დაბრუნება გერმანიას რამდენიმე დღეში შეეძლო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნდესბანკისთვის დაწესებულია შეზღუდვები, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოებრიობამ არაფერი იცის.
ამჟამად გერმანიის ოქრო ინახება შემდეგ ადგილებში:
* 1347,4 ტ, ანუ 39,9% _ ნიუ იორკში;
* 196,4 ტ, ანუ 5,8% _ პარიზში;
* 434,7 ტ, ანუ 12,9% _ ლონდონში;
* 1402,5 ტ, ანუ 41,5% _ ფრანკფურტში.
აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდში ოქრო ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უკანასკნელი დამცველია, აგრეთვე, სახელმწიფოს სუვერენიტეტის.