Home რუბრიკები სამართალი დოდო აფრასიძე გიორგი ბარამიძის დასჯას ითხოვს

დოდო აფრასიძე გიორგი ბარამიძის დასჯას ითხოვს

550

 “იმედი მაქვს, ირაკლი შოთაძე შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლო მისმა ვერც ერთმა წინამორბედმა”, _ ამბობს ომეხ აფრასიძის დედა, დოდო აფრასიძე, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში. მისი თქმით, აფრასიძეების საქმეში მთავარი დამნაშავე გიორგი ბარამიძე დაკითხულიც არ არის.

„დავუშვათ, სააკაშვილი ქვეყნიდან გაქცეულია და ხელში ვერ ჩაიგდეს, მაგრამ ბარამიძე ხომ აქ არის? ყოველდღე გამოდის და გვმოძღვრავს მართალი და პატიოსანი კაცივით. ვთხოვ ბატონ შოთაძეს, დასაჯოს გიორგი ბარამიძე. იმ ბარბაროსობის შემდეგ, რომელიც მან ჩაიდინა, სახლ-კარიც აღარ გაგვაჩნია. 12 წელია, მის დასჯას ველოდები და იმედია, ეს ახლა მაინც მოხდება”, _ განაცხადა დოდო აფრასიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here