Home ახალი ამბები საქართველო ვიქტორ კუსიანი: დასავლეთის მიერ საქართველოსთვის დეკლარირებული დახმარება დაზუსტებას საჭიროებს, მით უფრო, რომ...

ვიქტორ კუსიანი: დასავლეთის მიერ საქართველოსთვის დეკლარირებული დახმარება დაზუსტებას საჭიროებს, მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკა და ვაჭრობა ისევ პოსტსაბჭოთა სივრცესა და სხვა მეზობლებზეა ორიენტირებული

225

მიმდინარე წლის 27 ივნისს სასტუმროიბისშიჩატარდა კონფერენცია სახელწოდებითსაქართველოს ეკონომიკური ინტერესები, დასავლური დახმარება და ევრაზიული ინტეგრაცია”. კონფერენციის პირველი ნაწილი გაიხსნა თემითდასავლეთის .. დახმარება და საქართველოს ეკონომიკური ინტერესები ევრაზიულ სივრცეში”. კონფერენციას უმასპინძლა ორგანიზაციაევროაზიური ალიანსმა”, რომლის დამფუძნებელია ვიქტორ კუსიანი.

კონფერენცია გახსნა ვიქტორ კუსიანმა, რომელმაც  აღნიშნა, რომ 2018 წელს დაფუძნებული “ევრო-აზიური ალიანსი” მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს.

  შემდეგ სიტყვა გადაეცა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტ ზაზა დავითაიას. “27 მაისს ორგანიზაცია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან” და სასულიერო პირებთან ერთად ევროკავშირის მისიასთან აქცია გავმართეთ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მოძმე უკრაინელების კანონიკურ ეკლესიას, რომელიც იდევნება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ. ჩვენმა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ეს იყო აქცია-ლოცვა, ამით ევროკავშირის მისიას ვუთხარით, რომ ის თავის მოვალეობას არ ასრულებს, არ იცავს ადამიანის უფლებებს და არღვევს დემოკრატიის ნორმებს”, _ განაცხადა ზაზა დავითაიამ.

“აქცია კი არა, ლოცვა იყო. ყველაფერი ლამაზად ჩატარდა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩვენი ძმების _ მართლმადიდებელი უკრაინელების მხარდასაჭერად”, _ განაცხადა “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია, რამდენი სასულიერო პირია დაკავებული უკრაინაში რუსეთთან კავშირის ბრალდებით; აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ამა წლის 17 მაისს 2000 წელს აშენებული ტაძარი დაანგრია უკანონო მშენებლობის მიზეზით. “უკრაინელი მართლმადიდებლების მხარდაჭერა ხელისუფლებასაც უნდა მოვთხოვოთ; ვუბიძგოთ მათ, რომ, ერთ ნაბიჯს წინ თუ გადადგამენ, ორი ნაბიჯით უკან ნუღარ დაიხევენ”, _ აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები. მათ განიხილეს დასავლეთის მიერ საქართველოსთვის დეკლარირებული დახმარებები, რომლებიც ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე დაზუსტებას საჭიროებს. “დასავლეთის მიერ საქართველოსთვის დეკლარირებული დახმარებები დაზუსტებას საჭიროებს, მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკა და ვაჭრობა ისევ პოსტსაბჭოთა (რუსეთი) სივრცესა და სხვა მეზობლებზეა (თურქეთი) ორიენტირებული, ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე”, _ განცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა ვიქტორ კუსიანმა.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

*რას ნიშნავს ცნება “დახმარება” საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დონეზე  და როგორია ამ მხრივ დასავლეთის სახელმწიფოთა პრაქტიკა;

* აშშ-ის მიერ სამოქალაქო და სამხერდო პროექტებზე საქართველოსთვის გაცემული ტრანშების (“დახმარება”) მოცულობა და მათი განაწილება;

* აშშ-ის ფინანსური “დახმარების” დაანგარიშება საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე და შედარება ანალოგიური ტრანშების მოცულობაზე სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-ის მოკავშირის სტატუსი აქვთ და დახმარებას საჭიროებენ;

*  რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის _ გაწეული ფულადი დახმარებების სტატისტიკა;

* აშშ-ისა და ევროპის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შეფასება ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით;

* დასასრულ, ისაუბრეს რეკომენდაციების შესახებ ზემოჩამოთვლილ საკითხებზე.

გულბაათ რცხილაძემ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია დასავლეთის ე.წ. დახმარებების შესახებ. მან ვრცლად ისაუბრა კონკრეტულად ამერიკულ დახმარებებზე და დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები გააცნო. აღმოჩნდა, რომ 6-მილიარდი დოლარი, რომლითაც აშშ 32 წლის განმავლობაში დაეხმარა საქართველოს, დღიურად, სულ რაღაც, 20 დოლარს შეადგენს ერთ სულა მოსახლეზე, ეს მაშინ, როდესაც აშშ ისრაელს დღეში 428 დოლარით ეხმარება.

გულბაათ რცხილაძემ ისაუბრა რუსეთის დახმარებაზე აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობისადმი. აღინიშნა, რომ რუსეთი გაცილებით მეტი თანხით ეხმარება აღნიშნულ ქართულ ტერიტორიებს, ვიდრე ამერიკა სრულიად საქართველოს…

საჭირბოროტო საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს  ეკონომისტებმა თემურ მაისურაძემ და დემურ გიორხელიძემ.

კონფერენციაზე სიტყვით თითქმის ყველა მონაწილე გამოვიდა, იყო დიალოგები, იყო შეკითხვები და ყველა მათგანს კომპეტენტურმა პირებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here