Home რუბრიკები სამართალი საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება-შენახვისთვის პატიმრობის მუხლი გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება-შენახვისთვის პატიმრობის მუხლი გააუქმა

562

საკონსტუტიციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბექა წიქარიშვილის საქმეზე, რომელიც მარიხუანის გამო 7-დან 14 წლამდე სასჯელს ეხებოდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბექა წიქარიშვილის სარჩელი, რომლის უფლებებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იცავდა.

„დაკმაყოფილდა ჩვენი სასარჩელე მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა 50 გრამზე მეტი მარიხუანას შენახვისთვის სისხლისსამართლებრივ სასჯელს _ პატიმრობას 7-დან 14-წლამდე. გადაწყვეტილება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა და მერე გვექნება საშუალება, ვიმსჯელოთ, რა შედეგებს გამოიღებს მსჯავრდადებულებისა და მარიხუანის მომხმარებლებისთვის”, _ განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here