Home რუბრიკები ეკონომიკა შავი ზღვის “ქართულ აკვატორიას” თურქი მეზღვაურები დაეპატრონენ

შავი ზღვის “ქართულ აკვატორიას” თურქი მეზღვაურები დაეპატრონენ

სახელგანთქმულ ამერიკელ ილუზიონისტ დევიდ სეტ კოტკინს _ დევიდ კოპერფილს ხალხის სასეიროდ “აღმოსავლეთ ექსპრესის” ვაგონის გაქრობა შეეძლო. 

 

საქართველოშიახალგაზრდა რეფორმატორებმახალხის საზიანოდ მთელი ფლოტიგააქრეს” _ თევზის სარეწი საოკეანო და კაბოტაჟური ფლოტის გემები. ის, რაც ამათ მოიმოქმედეს, სცდება ცირკის ხელოვნებას და კორუფციული დანაშაულის განზომილებაში გადადის. ცნობილი ქართველი მეცნიერიეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე გარკვეულ პერიოდში ფოთში მუშაობდა და, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგად იცნობდა ზღვის კანონს, ახსოვს ქართული საოკეანო ფლოტის შექმნისა და დაშლის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ამ დარგის სპეციალისტი, შეუძლია ზღვასთან დაკავშირებულ საქართველოს სამეურნეო პროცესებზე პროფესიული საუბარი.

_ სანაოსნო, _ ამბობს ბატონი დავითი, _ მარტივი ცნება არ არის. საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო ფლოტი შავი ზღვის ნავსადგურებში, მათ შორის, ფოთისა და ბათუმის პორტებშიც, იყო დისლოცირებული. ეს ერთი.

მეორე ნაწილს საოკეანო თევზჭერის გემები შეადგენდა. ექვსი ასეთი გემი გვქონდა, რომლებიც ფოთის პორტს იყო მიწერილი. თევზჭერის ეს კომბინატები არგენტინისა და პერუს სანაპიროებთან ეწეოდა რეწვას.

მესამე ნაწილი _ კაბოტაჟური, სანაპირო ფლოტი, წარმოდგენილი იყო, როგორც კოლექტიური მეურნეობები (გაგრის, გუდაუთის, ფოთის, ხობის, ბათუმისა და ა.შ. კოლმეურნეობებს ჰქონდათ თავიანთი მცირე ფლოტები, რომლებიც შავ ზღვაში ეწეოდნენ თევზის რეწვას).

მეოთხე _ სამოქალაქო მიმართულების სავაჭრო ფლოტი, მართვის ცენტრებით სევასტოპოლსა და ოდესაში, ექვემდებარებოდა, ცხადია, მოსკოვს.

ასეთნაირად ორგანიზებული საზღვაო სტრუქტურით მივედით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.

_ თუ არ ვცდები, იმხანად ასეთი დათქმა იყო: ვის ტერიტორიაზეც რომელი გემებიც იყო ბაზირებული, იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო.

_ პრინციპი ასეთი იყო, მაგრამ რეალობა _ სხვა.

სამხედრო ფლოტი სპეციფიკური თემაა და დღეს ნუ განვიხილავთ. სამოქალაქო ფლოტი კი, უფრო ზუსტად, საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი, რომელიც, როგორც ვთქვი, დიდი საწარმოო ერთეულებისგან შედგებოდა, ფაქტობრივად, მწყობრიდან იყო გამოსული. 5 გემი ფოთში უძრავად იდგა. 1 საერთოდ არ ჩამოდიოდა ფოთში და სადღაც სახალინისა და ახალი ზელანდიის აკვატორიების მახლობლად მოძრაობდა, ზუსტად არც ვიცოდით, სად იმყოფებოდა. ზოგჯერ მოგვდიოდა ცნობა, რომ ხან ახალი ზელანდიის სანაპიროსთან იმყოფებოდა, ხან _ ვიეტნამის ტერიტორიული წყლების მახლობლად.

_ ამ დროს რას აკეთებდა ესდიდი საწარმო”?

_ აკეთებდა თავის საქმეს, თევზის რეწვით იყო დაკავებული… და საკუთარ ჯიბეში იდებდა ამ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს. არც ამ გემს, არც მეორეს, რომელიც “თავისუფალ ცურვაში” იყო გასული და ხან ინგლისის ნავსადგურში დააკავებდნენ, როგორც სანახევროდ მწყობრიდან გამოსულს, რომლის ექსპლუატაცია არ შეიძლებოდა, გადავიხდიდით ჯარიმას, ჩამოვიყვანდით და ასე გრძელდებოდა, საქართველოსთან არავითარი სამეურნეო კავშირი არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეს გემები და მათი ეკიპაჟები სანახევროდ მეკობრულ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.

ფლოტში ასეთი რამ იშვიათი არ არის, ეს მით უფრო დამახასიათებელია ისეთი გარდამტეხი იმ პერიოდებისთვის, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.

_ უპატრონობის პერიოდი?

_ დიახაც. სავაჭრო გემები _ ტანკერები, სამგზავრო გემები _ თბომავლები საერთოდ გავიდნენ ჩვენი ყურადღების არეალიდან. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ფლოტი. ლატვიას, მაგალითად, ოთხმოცამდე საოკეანო გემი ჰქონდა და ყველა დაკარგა. ლიტვაც ასეთ დღეში აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედების დრო დადგა, ანუ ბაქოს ნავთობის სუფსიდან ზღვით ტრანსპორტირების პრობლემა რეალურად წამოიჭრა, ინიციატივიანმა ადამიანებმა _ გურამ დოლბაიამ და სხვებმა წამოაყენეს წინადადება ახალი სანაოსნოს შექმნის შესახებ, რომელიც შეძლებდა ნავთობის გადაზიდვას სუფსიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში.

დიდი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი შეიქნა გერმანული ბანკების დაინტერესება ამ საკითხით და მათ მიერ მოცემული კრედიტით ორი ტანკერის მშენებლობა დაუკვეთეს კორეას. და რადგან ისინი დამოუკიდებელი საქართველოს საკუთრება იქნებოდა, ქართული სახელები შეურჩიეს _ ჟიული შარტავა და ჭაბუა ამირეჯიბი”.

ამ სანაოსნომ ფართო მასშტაბის მუშაობა ძველი, გამოცდილი კადრებითა და ახალი კადრების მომზადებით დაიწყო. სანაოსნოს სამუშაო ოფისი ლონდონშიც ჰქონდა და თბილისშიც, დაიქირავა 5 ტანკერი.

მოკლედ, 1997 შეიქმნა და 1998 წელს ამუშავდა ქართული ფლოტი, საოკეანო ფლოტზე გელაპარაკებით. თავდაპირველად იყო 7 გემი. მათი რაოდენობა პერსპექტივაში უნდა გაზრდილიყო დამოხდავარდების რევოლუცია”. იმხანად ჩვენ უკვე გვქონდა აღნიშნული სავაჭრო ფლოტი, გვქონდა ძლიერი კაბოტაჟური ფლოტი, რომელიც თევზის ჭერაზე იყო ორიენტირებული და დაახლოებით 120 სეინერისგან შედგებოდა.

მალე ეკონომიკის მინისტრად ჩამოიყვანეს კახა ბენდუქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ გაყიდის ყველაფერს, სინდისის გადა. მართლაც ყველაფერი გაყიდა და ეს ტოტალური აქცია გემებისა და ნავსადგურებში ტერმინალების გაყიდვით დაიწყო.

 ფაქტია, რომ საწარმო, რომელსაც წელიწადში 35 მილიონი დოლარი შეჰქონდა ბიუჯეტში, ამასთანავე, ისტუმრებდა გერმანული ბანკების ვალს და აწყობილი ფინანსური სისტემა და მონიტორინგი ჰქონდა, შეთანხმებულად მუშაობდა გერმანელ, ბრიტანელ კოლეგებთან, ჩართული იყო საერთაშორისო სისტემაში და ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ჩამოყალიბებულიყო ძლიერ საზღვაოსატრანსპორტო ორგანიზაციად, ძირშივე მოკვეთეს, მოიცილეს, გააქრეს.

_ რატომ, ბატონო დავით?

_ ბენდუქიძის ჩაგონებით განაცხადეს, რომ ეს სახელმწიფო საკუთრება ახალ საბაზრო ურთიერთობის პირობებში ვერ იმუშავებსო (?!). ახლა კი მოაქვს 30 მილიონი, მაგრამ შემდეგ ზარალიანი გახდებაო.

აი ასეთი ზედაპირული დასკვნებითა და დილეტანტური ლოგიკით მოსპეს.

გაყიდეს.

დაიკარგა ქვეყნის ბიუჯეტის შევსების საიმედო წყარო, გაუქმდა ასობით სამუშაო ადგილი. ქართველი მეზღვაურები წყლიდან ნაპირზე ამოყრილი თევზებივით განწირულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

გემების გაყიდვით შემოსული მილიონები სად და რისთვის დაიხარჯა, დღესაც გაურკვეველია.

ბენდუქიძე კი დიდ რეფორმატორად გამოაცხადეს.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ერთი წლის შემდეგ, როცა ნახეს, რომ თევზმჭერი სეინერები შავ ზღვაში მაინც მუშაობდა, გააუქმეს კვოტები, გაიტანეს აუქციონზე თევზჭერის ლიმიტები და შემოუშვეს თურქები, რადგან მათ კარგად აღჭურვილ ფლოტსა და შემოთავაზებულ პირობებს ქართულმა მხარემ კონკურენცია ვერ გაუწია.

შავი ზღვის “ქართულ აკვატორიას” თურქი მეზღვაურები დაეპატრონენ.

აქ ერთ მომენტსაც უნდა გაესვას ხაზი: თურქებმა იმიტომ კი არ მოიგეს, რომ დიდი ჩაუქები არიან, არამედ იმიტომაც, რომ ქართველი მეწარმეებიც თურქეთის მხარეს გადავიდნენ.

_ დაგვრჩა რამე ერთ დროს აწყობილი თევზჭერის სისტემიდან?

_ დღეს ამ შეკითხვაზე ვერავინ გიპასუხებთ, რადგან აღარ არსებობს ერთიანი ცენტრი და ერთიანი მაკონტროლებელი ორგანო.

ზღვის სივრცეში მუშაობის კანონმდებლობა ისედაც სრულყოფილი არ გვქონდა და, შესაბამისად, საწარმოო ერთეულების ხელოვნურმა გაქრობამ საბოლოოდ ზურგით შეგვაბრუნა ზღვისკენ. უფრო მეტიც, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული წყლების სათანადო პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობა.

_ და ამ ანტირეფორმატორული ქმედების ანი და ჰოე მარტო ბენდუქიძე იყო?

_ რატომ მარტო ბენდუქიძე?! პირდაპირ გეტყვით _ ამ ყველაფერს ჟვანია-ბენდუქიძის ტანდემს უნდა ვუმადლოდეთ, მიხეილ სააკაშვილის თანხმობითა და ლოცვა-კურთხევით.

_ ბატონო დავით, მოგეხსენებათ, სადაც დიდი ფული ტრიალებს, იქ დიდ გარიგებასაც ექმნება ნოყიერი ნიადაგი.

_ თუ ზოგადი დებულების ჭეშმარიტებაზე მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ასეა, მაგრამ, თუ იმ კონკრეტული ვითარების გამო დამისვით შეკითხვა, რომელზეც ვილაპარაკე, ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. არც შემისწავლია, სხვის ფუნქციებში კი ვერ შევიჭრები.

_ ან ვის უნდა შეესწავლა, ბატონო დავით, სააკაშვილის ზეობის ხანაში?! ქვეყნის დღევანდელ მესვეურებს კი ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდებათ ასეთი ხასიათის საკითხების გაანალიზებაგარკვევაზე.

_ ამის დროც მოვა…

ისე კი, უნდა დაგეთანხმოთ, რომ შეკითხვები ბევრი დაგროვდა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ვფრთხილობთ, გასაგებია. მაგრამ უკრაინული პრესა, რომელიც აქ მოთხრობილი ამბის ერთერთი მთავარი ფიგურატის _ მიხეილ სააკაშვილის გაპარპაშებას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ფრიად კრიტიკულად აფასებს, მისი მოღვაწეობის მთავარ ასპარეზად ოდესის საზღვაო პორტს მიიჩნევს. საქართველოში _ ფოთი, ოდესაში _ პორტი. ესუანგარორეფორმატორი, რომელსაც ელიტური კორუფციის ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს, უკრაინაშიც გააგრძელებს ამ გზით სიარულს და ოდესის პორტიდან ორი მილიარდი დოლარის მოგებას ჩაიჯიბავსო.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს ავანტიურისტი უარს არ იტყვის ისეთ სარისკო საქმეზე, როგორიც ისლამური რესპუბლიკიდან იაფი ნავთობის ოდესის ტერმინალში კონტრაბანდული შემოზიდვა შეიძლება იყოს. ოდესის პროკურორი შეამოწმებსო თუ ვინმე სხვა, პოროშენკოს ამ ნებიერას?!

 

 

1 COMMENT

  1. \\\”მიშა,\\\” საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ნაძირალა, \\\”ნაცყაჩაღებთან ერთად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here