Global Times-ი ჩინეთში ბლინკენის ვიზიტის შესახებ
თებერვალში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად გადადო სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში, რომლის მიზეზიც პოლიტიკოსის გამგზავრებამდე მომხდარი საჰაერო ბურთის ინციდენტი შეიქნა. ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „Китай – Николай Вавилов“-ი გამოცემა Global Times-ზე დაყრდნობით.
ამან გარკვეულწილად აჩვენა აშშ-ის უგუნური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩინეთში ბლინკენის ვიზიტის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმხანად უარი თქვა ჩინეთში ჩამოსვლაზე, ახლა კი ვიზიტს დაჟინებით მოითხოვს. როგორ შეიძლება, ყველაფერი აშშ-ზე იყოს დამოკიდებული და ყველამ ითანამშრომლოს მასთან? ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც ამას არ შეეგუება.
ჩინური დიპლომატია ძალიან დაკავებულია და ვერ მოერგება აშშ-ის გრაფიკს ნებისმიერ მომენტში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას განსაკუთრებით არ აქვს არაგულწრფელი ან თუნდაც მავნე ზრახვების მქონე ადამიანების მიღების დრო.
რაც შეეხება მიზეზებს, რატომ არ ისაუბრეს ჩინეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით, ამერიკული მხარისთვის კარგადაა ცნობილი. აშშ-ს ჯერ კიდევ არ მოუხსნია უკანონო სანქციები ჩინეთის თავდაცვის ახალ მინისტრ ლი შანფუსთვის. სწორედ ამიტომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო დიალოგის საბაზისო ატმოსფერო არ არსებობს.
თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ჩინეთთან კონტაქტისა და კომუნიკაციის შენარჩუნება, მაშინ ასე არ უნდა მოიქცეს. ამერიკელებმა ასევე დაინახეს, რომ გასული თვის განმავლობაში მრავალი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეების, და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეწვივნენ ჩინეთს და მათ ურთიერთობას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა. მაშ, რატომ ჩნდება პრობლემა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ს?
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@shuohuaxia/10463