Home რუბრიკები ეკონომიკა 1.706 მლრდ დოლარი 9 თვეში – ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენელებზეა

1.706 მლრდ დოლარი 9 თვეში – ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენელებზეა

საქართველოში ფულადი გზავნილები ისევ იზრდება. 2021 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 209.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 8,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან სექტემბერში საქართველოში 192.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მთლიანად კი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.707 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 28%-ით მეტია გასული წლის 9 თვესთან შედარებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1.334 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება 2021 წლის სექტემბერს, გასულ თვეს ქვეყანაში უცხოეთიდან გადმოირიცხა 209.7 მლნ დოლარი, ყველაზე მეტი კი ისევ რუსეთიდან – 38.570 მლნ დოლარი.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაცია – 38.570 მლნ დოლარი
  • იტალია – 34.070 მლნ დოლარი
  • აშშ – 24.514 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი – 19.994 მლნ დოლარი
  • ისრაელი – 15.428 მლნ დოლარი
  • გერმანია – 10.864 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 9.913 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 7.962 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 7.814 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი – 5.879 მლნ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2021 წლის სექტემბერში ფულადმა გზავნილებმა 29.211 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25.054 მლნ დოლარი.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here