17 სექტემბერს სააგენტო Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სარეიტინგო სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში არიან უოლტონები, რომლებსაც Walmart-–ის 10 ათასი მაღაზია აქვთ მსოფლიოში. მეორე ადგილზეა მარსების ოჯახი, რომლებსაც ხანგრძლივვადიანი საკონდიტრო ნაწარმის ბიზნესი (M&Ms, (M&Ms, Milky Way და Snickersს–ი) აქვთ.
სემ უოლტონმა კომპანია Walmart-ი 1950 წელს დაარსა, დღეს Walton Enterprises-ის ქონება 238,2 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მარსების ოჯახის ქონება _ 141,9 მლრდ დოლარად, სიაში მესამეა კოხების ოჯახი _ 124,4 მლრდ.
ათეულში შევიდნენ: ერბეს ოჯახი, რომელიც მოდის სახლ Hermes-ის მფლობელია _ 116 მლრდ; საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი _ 100 მლრდ; მოდის სახლ Chanel-ის მფლობელი ვერტჰაიმერები _ 61,8 მლრდ და საინფორმაციო სააგენტო Tompson Reuters-ის მფლობელი ტომპსონები _ 61,1 მლრდ.
iz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა