“ლევადა–ცენტრის” მიერ გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მომხრეა, სტალინს ძეგლი დაუდგან დიდ სამამულო ომში გამარჯვების მორიგ წლისთავზე.
სტალინის ძეგლის დადგმას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 48%-მა, წინააღმდეგი იყო 20%, დანარჩენისთვის სულერთია, დაიდგმება თუ არა სტალინის ძეგლი.
რუსულენოვანი “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სტალინის ძეგლის დადგმის მომხრეთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 2010 წელს ანალოგიურ კითხვას დადებითად უპასუხა გამოკითხულთა მხოლოდ 25%-მა, უარყოფითად კი _ 36%-მა. აღსანიშნავია, რომ სტალინის ძეგლის დადგმას ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს 18-24 წლის ახალგაზრდებსა და 55 წელს ზემოთ ადამიანებში.
გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სამუზეუმო კომპლექსი “სტალინ-ცენტრი”.
omg.md–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ