ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,794 მლრდ დოლარით გაიზარდა.
ეს არის ყველაზე დიდი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7,535 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24, 689 მლრდ ლარს). 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,741 მლრდ დოლარი იყო (მაშინდელი კურსით 16,463 მლრდ ლარი).
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 920,239 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,130 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 1,443 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 159,524 მლნ დოლარი;
- ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,306 მლნ დოლარი;
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 199,175 მლნ დოლარი;
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 740,295 მლნ დოლარი;
- ევროგაერთიანება (EU) – 163,309 მლნ დოლარი;
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 35,823 მლნ დოლარი;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 211,719 მლნ დოლარი;
- სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,564 მლნ დოლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2,396 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი – 1,901 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა – 712,596 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
- სომხეთი – 17,973 მლნ ლარი;
- აზერბაიჯანი – 17,992 მლნ ლარი;
- ავსტრია – 62,880 მლნ ლარი;
- ჩინეთი – 3,013 მლნ ლარი;
- ირანი – 13,480 მლნ ლარი;
- ყაზახეთი – 28,769 მლნ ლარი;
- კუვეიტი – 30,634 მლნ ლარი;
- ნიდერლანდები – 1,285 მლნ ლარი;
- რუსეთი – 132,552 მლნ ლარი;
- თურქეთი – 34,786 მლნ ლარი;
- თურქმენეთი – 692 ათასი ლარი;
- უკრაინა – 154 ათასი ლარი;
- ამერიკა – 50,833 მლნ ლარი;
- უზბეკეთი – 169 ათასი ლარი.
https://www.bpn.ge/