ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების მცდელობების მიუხედავად, ზოგიერთი ხალხის განვითარების მკაფიო სურათის შექმნა ვერ ხერხდება და რამდენიმე ერის წარმოშობაში ბევრია თეთრი ლაქა. გაეცანით მასალას, რომელშიც ლაპარაკია ჩვენი პლანეტის იდუმალ ხალხებზე, მათგან ზოგიერთი გამქრალია, ზოგი კი კვლავ განაგრძობს განვითარებას.
- მაია
არავინ იცის, საიდან მოვიდა ეს ხალხი და სად გაქრა. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მაია დაკავშირებული იყო ლეგენდარულ ატლანტებთან; სხვები ვარაუდობენ, რომ მაიას წინაპრები ეგვიპტელები იყვნენ.
მაიას წარმომადგენლებმა შექმნეს სოფლის მეურნეობის ეფექტიანი სისტემა და შესანიშნავად იცოდნენ ასტრონომია. მათ კალენდარს იყენებდნენ ცენტრალური ამერიკის ხალხებიც. ჰქონდათ დამწერლობის იეროგლიფებიანი სისტემა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის გაშიფრული. მაიას ცივილიზაცია ძალიან იყო განვითარებული კონკისტადორების გამოჩენის მომენტში. ამჟამად კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მაია არსაიდან მოვიდა და იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა.
- ლაპლანდიელები
ლაპლანდიელებს, აგრეთვე, ეძახიან საამებსა და ლოპარებს. ამ ეთნოსის წლოვანება 5000 წელზე მეტია. მეცნიერები დღემდე კამათობენ, ვინ არიან ლაპლანდიელები და საიდან მოვიდნენ. ერთნი ამ ხალხს მონგოლოიდებად მიიჩნევნ, სხვები – პალეოევროპელებად. მათი ენა ფინურს ჰგავს, მაგრამ აქვს 10 დიალექტი, რომლებიც ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შეიძლება დამოუკიდებელ ენებად ჩაითვალოს.
- პრუსები
პრუსების წარმოშობა იდუმალებითაა მოცული. პირველად IX საუკუნეში მოიხსენია ანონიმმა ვაჭარმა, ოღონდ ასე Brusi, შემდეგ გაჩნდა ჩანაწერები პოლონურ და გერმანულ ქრონიკებში. ლინგვისტები პრუსების ენის ანალოგებს პოულობენ ინდოევროპულ ენებში და მიაჩნიათ, რომ პრუსია წარმოიქმნა სანსკრიტული purusa-სგან “ადამიანი”. ბევრი არაფერია ცნობილი პრუსების ენაზეც. ბოლო ადამიანი, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობდა, 1677 წელს გარდაიცვალა, ხოლო 1709-1711 წლებში გავრცელებულმა ჭირმა პრუსები გაანადგურა. XVII საუკუნიდან იწყება პრუსიელთა ისტორია, რომლის მოსახლეობასაც ცოტა რამ აქვს საერთო ბალტიისპირელ პრუსებთან.
- გუცულები
კვლავინდებურად გაურკვეველია, რას ნიშნავს სიტყვა “გუცული”. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ სიტყვის ეტიმოლოგია დაკავშირებულია მოლდოვურ “გოც” ან “გუტც”-თან (“ბანდიტი”), სხვები ვარაუდობენ, სახელი მომდინარეობს სიტყვა “კოჩიცი”-დან (“მწყემსი”). გუცულებს ხშირად ეძახიან უკრაინელ მთიელებს, რომლებსაც ტრადიციად აქვთ ჯადოქრობა და დიდ პატივს სცემენ თავიანთ ჯადოქრებს.
- ხეთები
ძველ მსოფლიოში ხეთების სახელმწიფო ძალიან გავლენიანი იყო. ამ ადამიანებმა პირველებმა შექმნეს კონსტიტუცია და გამოიყენეს საბრძოლო ეტლი. მიუხედავად ამისა, ხეთებზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. ხეთები მოხსენიებულია მათი მეზობლების ქრონიკებში, მაგრამ უცნობია, რატომ და სად გაქრნენ ისინი. გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ლემანმა თავის წიგნში დაწერა, რომ ხეთები ჩრდილოეთში გადასახლდნენ და გერმანელთა ტომებს შეერივნენ, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა.
- შუმერები
ესენი არიან ძველი მსოფლიოს ყველაზე იდუმალი და გამოუცნობი ხალხი. არაფერია ცნობილი მათი წარმოშობის შესახებ. არც მათი ენის წარმოშობის შესახებაა ცნობილი რამე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შუმერული ენა თანამედროვე ჩინურს ჰგავს. შუმერები ძალიან განვითარებული ხალხი იყო, მათ პირველებმა გამოიყენეს ბორბალი ახლო აღმოსავლეთში, შექმნეს სარწყავი სისტემა და უნიკალური დამწერლობა, ძალიან კარგად ერკვეოდნენ მათემატიკასა და ასტრონომიაში.
- ეტრუსკები
ეტრუსკები მოულოდნელად შეიჭრნენ კაცობრიობის ისტორიაში და ასევე მოულოდნელად გაქრნენ. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობდნენ, სადაც საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია შექმნეს. ეტრუსკებმა დააარსეს პირველი იტალიური ქალაქები. ზოგიერთი სპეციალისტის ვარაუდით, ეტრუსკები გადასახლდნენ აღმოსავლეთში და შექმნეს სლავური ეთნოსი (ეტრუსკების ენას ბევრი რამ აქვს საერთო სლავურთან).
- სომხები
სომხების წარმოშობაც ბურუსითაა მოცული. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სომხები ძველი სახელმწიფოს ურარტუს ხალხებისგან წარმოიშვნენ, მაგრამ, როცა სომხების გენეტიკური კოდი გაშიფრეს, გაირკვა, რომ მათ არა მხოლოდ ურარტუელების, არამედ ხურითებისა და ლიბიელების გენეტიკური კომპონენტიც აქვთ. არსებობს, აგრეთვე, ვერსია, რომ სომხები ბერძნების მონათესავე ხალხია. მეცნიერთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სომხები მიგრაციული პროცესებით განპირობებული ეთნოგენეზის შედეგად წარმოიშვნენ.
- ბასკები
ბაკური ენის წარმოშობა თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ბასკური ენა ეუსკარა, როგორც ვარაუდობენ, ერთადერთი გადმონაშთია ინდოევროპული ენისა, რომელიც დღეს არსებულ არც ერთ ენობრივ ჯგუფს არ მიეკუთვნება. National Geographoc-ის მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ყველა ბასკს აქვს ისეთი გენები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ბასკების გარშემო მცხოვრები მეზობელი ხალხების გენებისგან.
- ფილისტიმელები
სიტყვა “ფილისტიმელები” მომდინარეობს დასახელებიდან ადგილისა ფილისტია. ფილისტიმელები იდუმალებით მოსილი ხალხია, რომელიც ბიბლიაშია ნახსენები. მხოლოდ ფილისტიმელებმა და ხეთებმა იცოდნენ ფოლადის წარმოების ტექნოლოგია და სწორედ მათ დაუდეს სათავე რკინის საუკუნეს. ბიბლიის მიხედვით, ფილისტიმელები წამოვიდნენ კუნძულ კაფტორიდან (კრეტადან). ეს დასტურდება ეგვიპტური ხელნაწერებითა და ექსპონატებით. უცნობია, სად გაქრნენ ფილისტიმელები, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მათ ასიმილაცია განიცადეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებთან.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის. თუმცა, მინდა შევიტანო შესწორება ბასკურ ენასთან დაკავშირებით. ბასკური ენა არ მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ჯგუფს. იმედია გაასწორებთ.