Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე კურიოზული და სახიფათო ეპიზოდები პოლიტიკოსების ცხოვრებიდან: მკვლელი კრენდელებიდან არწივ ძია სემამდე

ყველაზე კურიოზული და სახიფათო ეპიზოდები პოლიტიკოსების ცხოვრებიდან: მკვლელი კრენდელებიდან არწივ ძია სემამდე

ჯორჯ ბუში-უმცროსი

2002 წლის 13 იანვარს ჯორჯ ბუშს თავს გადახდა ინციდენტი, რომლის დროსაც კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა: აშშის პრეზიდეტს ჭამისას გულზე დაადგა მარილიანი კრენდელი და კინაღამ გაიგუდა, რამდენიმე წამის განმავლობაში გონება დაკარგა. როგორც გაირკვა, სახელმწიფოს ლიდერებისთვისაც კი უცხო არ არის საკმაოდ სახიფათო ინციდენტები. გაგახსენებთ რამდენიმე მათგანს:

ჯორჯ ბუში-უმცროსი

ჯორჯ ბუშიუმცროსი და კრენდელები

ჯორჯ ბუში ტელევიზორის წინ დივანზე იყო მოკალათებული და პაკეტიდან კრენდელებს (8-იანის ფორმის ფუნთუშა) მიირთმევდა, თან ამერიკული ნაციონალური ლიგის მატჩს უყურებდა, როცა სასულეში კრენდელის ნამცეცი გადასცდა. მან გონება დაკარგა, იატაკზე გადმოვარდა და მარცხენა ლოყა დაიზიანა. მომხდარი ხუმრობის ობიექტი შეიქნა, როგორც ჟურნალისტების, ისე თვითონ ბუშის მხრიდან: “დედაჩემის გასაგონად ვიტყვი: “დედა, ყოველთვის უნდა დამეჯერებინა შენთვის _ როცა მარილიან კრენდელებს ჭამ, კარგად უნდა დაღეჭო, სანამ გადაყლაპავ!”.

აღსანიშნავია, რომ ბუში-უმცროსი ხშირად ხვდებოდა სასაცილო სიტუაციაში. 2003 წლის 12 ივნისს მამამისის მამულში 2-ბორბლიან ელექტროსკუტერ Segway-ით სეირნობისას წონასწორობა დაკარგა და დაეცა. საინტერესოა, რომ Segway მსოფლიოში ყველაზე მედეგ ორბორბლიან სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. ის ხშირად “ებრძოდა” კარს. მაგალითად, პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუშმა, რომელმაც უარი განაცხადა, ეპასუხა ჟურნალისტების კითხვებზე, მოინდომა, სასწრაფოდ გასულიყო… დაკეტილი კარიდან.

იანუკოვიჩი, კვერცხი და ქარი

იანუკოვიჩი, კვერცხი და ქარი

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ერთხელ კვერცხი ესროლეს, რომელიც პიჯაკზე მოხვდა. იანუკოვიჩი მიწაზე გაიშოტა, მოგვიანებით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა. ამ შემთხვევას ხშირად ახსენებდნენ იანუკოვიჩს პრეზიდენტობის პერიოდში.

იანუკოვიჩს კიდევ ერთი კურიოზი შეემთხვა 2010 წლის 17 მაისს კიევში უცნობი ჯარისკაცის მემორიალზე ყვავილების თაიგულის მიტანისას: როგორც კი უკრაინის პრეზიდენტმა მემორიალი ყვავილებით შეამკო, ძლიერმა ქალმა დაუბერა და გვირგვინი პირდაპირ თავზე დაეცა მას.

ანგელა მერკელი და 5 კათხა ლუდი

ანგელა მერკელი და 5 კათხა ლუდი

კურიოზი არც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის არის უცხო. ერთხელ ის ქალაქ დემინს ესტუმრა თავისი პარტიის მხარდამჭერებთან შესახვედრად. ოფიციანტს, რომელსაც სასმელები მიჰქონდა სტუმრებისთვის, ვიღაცამ შემთხვევით ხელი უბიძგა. შედეგად 5 კათხა ლუდი პირდაპირ მერკელს დაეღვარა ზურგზე. მერკელმა, _ თითქოს არაფერი მომხდარაო, _ გაიღიმა და ისე, რომ სამოსი არ გამოუცვლია, შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ცხენი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ცხენი

სტამბოლში დასასვენებელი პარკის გახსნის ცერემონიაზე მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო ცხენზე ამხედრებული იმჟამინდელი პრემიერმინისტრის (ამჟამად _ პრეზიდენტის) რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლა, მაგრამ მისი მცდელობა, დამჯდარიყო უნაგირზე, უშედეგოდ დასრულდა. ცხენმა ის მიწაზე დაანარცხა.

ბარაკ ობამა და იოგურტი

ბარაკ ობამა და იოგურტი

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს საკვებ პროდუქტებში უფრო გაუმართლა, ვიდრე ჯორჯ ბუშს. 2012 წლის 24 აპრილს კოლორადოს უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ კოლბი ზერბერტმა იოგურტი მიწაზე დადო, რათა პრეზიდენტისთვის ხელი ჩამოერთმია, მაგრამ ამ მომენტში ვიღაცამ ფეხი დაარტყა იოგურტის ჭიქას… ობამას კურიოზები სდევდა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში. თავდაპირველად ის ფანჯრიდან შეეცადა თეთრ სახლში შესვლას და კოპი “გამოიმუშავა”, შემდეგ კი ვერტმფრენში შესვლისას კარს თავი აარტყა… ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტს ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლისას უცნობმა შიშველმა მამაკაცმა წიგნი ესროლა, რომელიც, ბოროტმზრახველის სამწუხაროდ, მიზანს ასცდა.

სააკაშვილი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი

სააკაშვილი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი

საგნების სროლის ობიექტი სხვა პრეზიდენტებიც ყოფილან. მაგალითად, 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრესასთან ურთიერთობისას ესროლეს ფეხსაცმელი, რომელიც მას შუბლში მოხვდა. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე კი მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოში სახელი ჰალსტუხის ღეჭვით “გაითქვა”.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here