Home რუბრიკები ეკონომიკა ოქროს მსოფლიო ბაზარზე რადიკალური ცვლილებებია

ოქროს მსოფლიო ბაზარზე რადიკალური ცვლილებებია

რატომ ჩამოინგრა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ოქროს კარტელი

ოქროს მსოფლიო ბაზარზე რადიკალური ცვლილებებია

26 სექტემბერს ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა უარი განაცხადეს გაეგრძელებინათ ოქროს შეთანხმებული გაყიდვის თაობაზე დადებული გარიგება _ Central Bank Gold Agreement. ძვირფასი ლითონების მსოფლიო ბაზარი, ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდება ინგლისის ბანკისა და როტშილდის დინასტიის საუკუნოვანი კონტროლისა და მანიპულირებისგან. როგორ მოქმედებდა და რატომ ჩამოინგრა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ოქროს კარტელი, მასალიდან შეიტყობთ.

ბაზრის მეფეები

ამა წლის ცხრამეტ სექტემბერს როტშილდების იმპერიის შტაბ-ბინაში, კომპანია N M Rothschild & Sons ოფისში, სენტ-სუიტინს-ლეინში ლონდონში, გაიმართა წვეულება. აღინიშნეს ე. წ. ლონდონის ოქროს ფიქსინგის ასი წლისთავი – ოქროს ფასის განსაზღვრისათვის წამყვანი ბანკირების ყოველდღიური შეხვედრების იუბილე.

იუბილე აღინიშნა ვიწრო წრეში: ბანკების Barclays, HSBC, Deustsche Bank, Scotiabank da Societe Generale-ს წარმომადგენლები, კომპანია The London Gold Market Fixing Limited-ის ტოპ-მენეჯერები (LGMFL, რომლის დამფუძნებლებიც აღნიშნული ხუთი ბანკია) და ინგლისის ბანკის ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე ყოველთვის მონაწილეობდა ოქროს “საბაზრო” კოტირებების ფორმირებაში.

სტუმრებს მასპინძლობდა N M Rothschild & Sons-ის ხელმძღვანელი დევიდ რენე დე როტშილდი. ლონდონის ოქროს ფიქსინგის არსებობის პირველივე დღიდანვე, 1919 წლის 12 სექტემბრიდან, როტშილდები მასში წარმოადგენდნენ არა მხოლოდ საკუთარ ფინანსურ იმპერიას, არამედ ინგლისის ბანკსაც.

ამის შესახებ თვით დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ჩინოსნებს წამოსცდათ შემთხვევით 1964 წელს ერთ-ერთ ბიულეტენში. ფიზიკურად ინგლისის ბანკი არ არის წარმოდგენილი ლონდონის ოქროს ფიქსინგში, მაგრამ მას შეუძლია ეფექტიანად იმონაწილეოს ოქროს ფასის განსაზღვრაში საკუთარი ბროკერის მეშვეობით, რისთვისაც ინგლისის ბანკი სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ ლონდონის ოქროს ფიქსინგის თავმჯდომარის, როტშილდის მომსახურებით”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

გავლენის გაკვეთილი

ლონდონის ოქროს ფიქსინგის საბაზრო ძალაუფლების პიკი იყო გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. მას შემდეგ, რაც 1971 წელს შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა დოლარის ოქროთი უზრუნველყოფაზე, ძვირფასი ლითონების ფასებმა სწრაფად მოიმატა _ ცხრა წელიწადში 25-ჯერ: 35 დოლარიდან უნციაზე 1971 წელს, 850 დოლარამდე 1980 წელს.

მაგრამ შემდეგ, როტშილდებისა და ინგლისის ბანკის ძალისხმევით, აშკარა მიზეზების გარეშე, კოტირებები ორი წლის განმავლობაში თითქმის სამჯერ შემცირდა: 1982 წელს უნცია ოქრო ღირდა 300 დოლარზე ოდნავ მეტი. ასე მონაწილეობდნენ ლონდონელი “ფიქსატორები” სსრკ-ს წინააღმდეგ ეკონომიკურ ომში, რომელიც ვაშინგტონმა ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის შემდეგ გააჩაღა. მთავარი ამოცანა იყო საბჭოთა ექსპორტის ძირითად საქონელზე _ ნავთობსა და ოქროზე _ ფასების ჩამოშლა. ნავთობის მიმართულებით აშშ წარმატებით მუშაობდა საუდის არაბეთთან, როდესაც პრინცი ფადჰი დაარწმუნეს, მკვეთრად გაეზარდა მოპოვება და ექსპორტი.

ოქროს მიმართ ვაშინგტონს თავდაპირველად პრობლემები შეექმნა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის უილიამ კეისის საიდუმლო ვიზიტი პრეტორიაში, რომელიც მიზნად ისახავდა გაეზარდათ ძვირფასი ლითონების ექსპორტი, ჩაიშალა. პრემიერმინისტრმა პიტერ ბოტამ დათმობის სანაცვლოდ მოითხოვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, როგორც რასისტული რეჟიმის, საერთაშორისო ბოიკოტის გაუქმება. აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისათვის ეს პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ ვაშინგტონმა დახმარებისთვის ლონდონს მიმართა. “რკინის ლედიმ” მარგარეტ ტეტჩერმა ინგლისის ბანკს შესაბამისი ინსტრუქციები მისცა. როტშილდები მომზადებულები ჩაერთვნენ კომუნიზმთან ბრძოლაში და ლონდონის ოქროს ფიქსინგმა მკვეთრად შეამცირა ძვირფასი ლითონის კოტირებები.

სკანდალი მხილებით

თუმცა წარსული სიდიადე და საიუბილეო წვეულება ï N M Rothschild & Sons-ის შტაბ-ბინაში სულაც არ გახლდათ მხიარული. საქმე ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზედამხედველო ორგანოები სერიოზულად დაინტერესდნენ ლონდონის ოქროს ფიქსინგის საქმიანობით. 2013 წლის დეკემბერში გერმანიის ფინანსურმა მარეგულირებელმა BaFin-მა Deutsche Bank-ისგან მოითხოვა ოქროთი ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რის შემდეგაც სამეთვალყურეო ორგანოს თანამშრომლებმა ჩაატარეს რამდენიმე ინსპექტირება ბანკის განყოფილებებში, რომლებიც ძვირფასი ლითონების ოპერაციებით იყვნენ დაკავებულნი. შედეგად, 2014 წლის იანვარში, Deutsche Bank-მა განაცხადა “ფიქსატორების” სიიდან გასვლის შესახებ.

2014 წლის მაისში, ბრიტანეთის ფინანსური კონტროლისა და რეგულირების სამმართველომ (FCA) Barclays ბანკის ძვირფასი ლითონების განყოფილების დირექტორი დანიელ პლანკეტი ოქროს ფასებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. ის მსხვილი თანხით დააჯარიმეს და ჩამოართვეს საბროკერო ლიცენზია. თვითონ Barclays-ს დააკისრეს 26 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა “საკუთარი და მომხმარებლების ინტერესთა კონფლიქტის სწორი გზით მოგვარების შეუძლებლობის, აგრეთვე, ოქროს ფიქსინგთან დაკავშირებულ კონტროლის სისტემებში ჩავარდნების” გამო.

2015 წლის დეკემბერში კანადელ ინვესტორთა ჯგუფმა კოლექტიური სარჩელი შეიტანა ონტარიოს უმაღლეს სასამართლოში ლონდონის ოქროს ფიქსინგის ყველა წევრის, მათ შორის The London Gold Market Fixing Limited-ისწინააღმდეგ, და ისინი დაადანაშაულეს ”შეთქმულებაში ეკონტროლებინათ ან დაუსაბუთებლად გაეზარდათ ფასები ოქროსა და ოქროსთან დაკავშირებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე”.

ამ ყველაფრის ფონზე, Barclaysმა და Societe Generaleმა დატოვეს სინდიკატი, ხოლო Scotiabankმა ბიზნესის რეორგანიზაცია მოახდინა და შეაჩერა ოპერაციები ძვირფას ლითონებზე. “ჯერ კიდევ მოქმედი LONDON GOLD MARKET FIXING LIMITEDის პრობლემები ახლა უკვე ისეთი სერიოზული ჩანს, რომლონდონის ოქროს ფიქსინგადწოდებული ყოფილი ბინძური ორმო დაწყევლილივით გამოიყურება. ასე რომ, როდის შეექმნება უსიამოვნებები არასახარბიელო რეპუტაციის მქონე სინდიკატის მეხუთე წევრ HSBC, ეს მხოლოდ დროის საკითხია”, _ აღნიშნავს ოქროს ბაზრის ანალიტიკოსი რონან მენლი.

როტშილდის იმპერიამ კიდევ ერთხელ შეძლო პრობლემების თავიდან აცილება, თუმცა უკვე აშკარაა, რომ გლობალური ოქროს ბაზრით მანიპულაციის მათი პროექტის ასი წლის იუბილე უკანასკნელი იქნება.

თავისუფალი ცურვა

როტშილდისა და თანამებრძოლების საიუბილეო წვეულებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ოქროს გლობალურმა ბაზარმა ახალი ძვრა განიცადა: 26 სექტემბერს ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა არ განაახლეს Central Bank Gold Agreemen (CBGA) _ შეთანხმება ოქროზე ფასების რეგულირების შესახებ, რომელიც 1999 წელს დაიდო.

შემთხვევითი არ არის, რომ CBGA გაჩნდა იმ წელს, როდესაც ევრო შემოვიდა ბრუნვაში. ევროპული ვალუტის შემქმნელები სერიოზულად შიშობდნენ, რომ ძველი მსოფლიოს მკვიდრნი, მათი ტრადიციული ნდობით ოქროს მიმართ, დაიწყებდნენ ახალი ფულის ძვირფას ლითონებზე მასობრივად გადაცვლას, რაც ძირს გამოუთხრიდა ევროს საბაზრო ღირებულებას.

ეს შიშები მკვეთრად გამყარდა მას შემდეგ, რაც ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ აპირებდა გაეყიდა ოქროს მარაგის ნახევარზე მეტი. კოტირებები მყისვე ჩამოიშალა და გაიაფებულ ძვირფას ლითონს ახალი ევროპული ფულის მფლობელები თავს დაატყდნენ ფასთა შემდგომ ზრდაზე გათვლით.

სინამდვილეში ბრიტანელები, რომლებსაც ევროკავშირის შექმნის შემდეგ ევროპაში გავლენის დაკარგვის ეშინოდათ, უბრალოდ, აშანტაჟებდნენ კონტინენტურ პარტნიორებს ახალი ვალუტის განადგურებით. ამიტომ, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ინიციატივით გამოვიდა, დადებულიყო შეთანხმება ჩენტრალ Bანკ Gოლდ Aგრეემენტ, რითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკები ვალდებულნი ხდებოდნენ, შეეზღუდათ ოქროს გაყიდვა საკუთარი რეზერვებიდან.

შედეგად, ევროს კურსი ძირითად მსოფლიო ვალუტების მიმართ და ოქროს კოტირებები დაცული გახდა. თავის მხრივ, ინგლისის ბანკმა გავლენის ძლიერი ბერკეტი მოიპოვა ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკაზე, რადგან გადამწყვეტ როლს თამაშობდა ოქროს ფასის დადგენაში ლონდონის ოქროს ფიქსინგის მეშვეობით.

Central Bank Gold Agreement ხელმოწერილი იქნა 4 წლის ვადით, შემდგომ კი სამჯერ სამჯერ გაუგრძელდა ვადა (2004, 2009 და 2014 წელს), მაგრამ შემდგომი გაგრძელება აღარ მომხდარა. “შეთანხმების მოქმედების განმავლობაში ოქროს ბაზარი რადიკალურად შეიცვალა, _ განმარტავს ევროპის ცენტრალური ბანკი, _ მოიმატა ლიკვიდურობამ, გაფართოვდა ინვესტორთა ბაზა, ხოლო ფასებმა ხუთჯერ მოიმატა _ 260 დოლარიდან 1999 წლის შემოდგომისთვის, 1420 დოლარამდე დღეს”.

მართლაც, უკვე აღარ არსებობს ოქროს სპონტანური გაყიდვების რისკი. პირიქით, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები რეკორდული ტემპით ივსება. მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, გასულ წელს ეს მარაგი გაიზარდა 651 ტონით _ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1971 წლის შემდეგ. ასე რომ, CBGA-ს გაუქმება არ ჩამოშლის კოტირებებს.

მაგრამ ექსპერტები სხვა რამეს აღნიშნავენ: პირველად ისტორიაში ოქროს ბაზარი აღმოჩნდა “თავისუფალი ცურვის” პირობებში. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახლა ძვირფასი ლითონის ფასი სწრაფად მოიმატებს.

ჩიტიბანკ-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ უახლოეს 1-2 წელიწადში საბირჟო კოტირებები მიაღწევენ ნიშნულს _ ორი ათას დოლარს უნციაზე _ ერთი მესამედით მეტს, ვიდრე ახლაა. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

“მე არ გამიკვირდება თუკი ოქრო 3000 დოლარი გახდება”, _ ამბობს უოლ-სტრიტის პატივსაცემი ანალიტიკოსი და საინვესტიციო კომპანია GluskinSheffandAssociates-ის მთავარი ეკონომისტი დევიდ როზენბერგი.

რია ნოვოსტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here