იტალიის ნაციონალისტი, ევროსკეპტიკოსი ვიცეპრემიერის, მატეო სალვინის პარტია “ლიგის” მხარდამჭერთა რაოდენობა შარშანდელი არჩევნების შემდეგ გაორმაგდა. 2018 წლის მარტში ჩატარებულ არჩევნებში მატეო სალვინის პარტია “ჩრდილოეთის ლიგას” მხარი ამომრჩეველთა 17%-მა დაუჭირა, ხოლო დღეს, გამოკითხვის თანახმად, ამ პარტიას 33,9% უჭერს მხარს.
ამ მაჩვენებლით “ჩრდილოეთის ლიგა” ქვეყნის ყველაზე პოპულარული პარტიაა და დიდი უპირატესობით უსწრებს მეორე ყველაზე პოპულარულ “დემოკრატიულ პარტიას”, რომელსაც 21,1% უჭერს მხარს.