მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გეგმავს.
როდის გავრცელდება დაწვრილებითი ინფორმაცია? ალბათ, აპრილში. მან უკვე განაცხადა, რომ აპრილში მოსახლეობისა და ნაციონალური საკრებულოსთვის მიმართვისას ილაპარაკებს ქვეყნის ახალ სტრატეგიულ ორიენტირებზე.
არ არის გამორიცხული, რომ სიურპრიზი პრეზიდენტის პოსტის დატოვების თაობაზე ლუკაშენკომ ამ ღონისძიებისთვის შემოინახა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ თებერვალში მედიასთან გამართულ ფართო შეხვედრაზე ლუკაშენკომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა, მაგრამ არ გამორიცხა, “რომ შეიძლება ვითარება შეიცვალოს და გადაიფიქროს”.
P.S. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 19 მარტს ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიართვაში განაცხადა, რომ ტოვებს პრეზიდენტის პოსტს.