ნიუ–იორკში 21 წლის ტურისტ ქალიშვილს მოძალადე პირველსავე პაემანზე დანით დაემუქრა და სექსკონტაქტი მოსთხოვა, _ იუწყება New York Post.
მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და შეთანხმდნენ ბრუკლინის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრაზე, სადაც ქალიშვილი კალიფორნიიდან ჩამოვიდოდა. ბოლო მომენტში ყმაწვილმა გადათქვა _ სასტუმროს ჰოლში ყოველთვის ბევრი ხალხია და გამიჭირდება შენი ამოცნობაო. ქალიშვილმა მასპინძელი სასტუმროს თავის ნომერში მიიწვია.
ნომერში მარტონი რომ აღმოჩნდნენ, ახალგაზრდა კაცმა დანა ყელზე მიადო, გაშიშვლება უბრძანა და აბაზანისკენ წაათრია. ქალიშვილმა მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა, გამოვარდა ჰოლში და საშველად უხმო იქ მყოფთ.
მოძალადემ გაქცევით თავს უშველა. პოლიციამ მისი მონაცემები გამოაქვეყნა. ძებნა გრძელდება. პოლიცია აფრთხილებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ონლაინშეხვედრების დროს.