Home სხვადასხვა დაიჯესტი სიყვარულს დანის მუქარით იწყებდა

სიყვარულს დანის მუქარით იწყებდა

467
სიყვარულს დანის მუქარით იწყებდა

ნიუიორკში 21 წლის ტურისტ ქალიშვილს მოძალადე პირველსავე პაემანზე დანით დაემუქრა და სექსკონტაქტი მოსთხოვა, _ იუწყება New York Post.

მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და შეთანხმდნენ ბრუკლინის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრაზე, სადაც ქალიშვილი კალიფორნიიდან ჩამოვიდოდა. ბოლო მომენტში ყმაწვილმა გადათქვა _ სასტუმროს ჰოლში ყოველთვის ბევრი ხალხია და გამიჭირდება შენი ამოცნობაო. ქალიშვილმა მასპინძელი სასტუმროს თავის ნომერში მიიწვია.

ნომერში მარტონი რომ აღმოჩნდნენ, ახალგაზრდა კაცმა დანა ყელზე მიადო, გაშიშვლება უბრძანა და აბაზანისკენ წაათრია. ქალიშვილმა მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა, გამოვარდა ჰოლში და საშველად უხმო იქ მყოფთ.

მოძალადემ გაქცევით თავს უშველა. პოლიციამ მისი მონაცემები გამოაქვეყნა. ძებნა გრძელდება. პოლიცია აფრთხილებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ონლაინშეხვედრების დროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here