Home რუბრიკები ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამდიდრებას, ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლას ჩვენი ე.წ. ელიტა უშლის ხელს

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამდიდრებას, ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლას ჩვენი ე.წ. ელიტა უშლის ხელს

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამდიდრებას, ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლას ჩვენი ე.წ. ელიტა უშლის ხელს

გამოხმაურება პოლიტოლოგ ირაკლი უბილავას სტატიაზემოსაზრებები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე

ნება მომეცით, ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვასაქართველო და მსოფლიოსამა წლის #4-ში გამოქვეყნებული ირაკლი უბილავას სტატიიდან ამოღებული ამონარიდების დახმარებით. * “…ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის დაჩქარება და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია იყო ნაკარნახევი ორი გარემოებით: პირველი _ 1927 წლის .. საომარი განგაში; მეორე _ სოფლის მეურნეობაში ნეპის კატასტროფული ვარდნა. იმ დროს არსებულ პირობებში საბაზრო მეთოდით მეტის მიღწევა უკვე შეუძლებელი შეიქნა. წვრილ მეურნეობაში სასოფლო მრეწველობის მეთოდების გამოყენება წარმოუდგენელი იყო. ტექნოლოგიები შესაბამისად ჩამორჩენილმა კოლექტივიზაციამ კი შესაძლებელი გახადა ისეთი მეურნეობების შექმნაჩამოყალიბება, რომლებიც სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის საფუძვლად იქცა. ეს _ ერთი მხრივ, მეორე მხრივ _ სოფლის მეურნეობას მოსახლეობას ადგილობრივ დაასაქმებდა”.

ეს მინდა შევადარო დღევანდელობას ჩვენს ქვეყანაში _ როგორ მოიქცა ჩვენი მთავრობა? _ ყოფილი კოლექტიური წყობა კი არ განავითარა არსებული საწარმოების საშუალებით, კი არ შეცვალა უკეთესობისკენ, არამედ დაშალა, დაანგრია, ჯართში ჩააბარა (ამით ერთეულები დღესაც სარგებლობენ), წარმოება მოსპო, მიწები პატარ-პატარა ნაკვეთებად დაყო და დაურიგა გლეხებს, ყოველგვარი ტექნიკური და ფინანსური მომსახურების გარეშე. მიწის დიდი ფართობები კი თვითონ დაიტოვა და ვაჭრობს ისე, თითქოს თავის დუქანში თავის მოყვანილ კიტრს ყიდის; თანაც უცხოტომელებზე, დამპყრობელი ქვეყნების მოქალაქეებზე, _ ჩალის ფასად.

რა ქნას გლეხმა, რომელსაც მიწის პატარა ნაკვეთი კი აქვს, მაგრამ არ აქვს ფული და სათანადო ტექნიკა? ამ მომენტში, როგორც ყოველთვის, გამოჩნდნენ “ყოჩაღი”, “მოსაზრებული” ადამიანები, რომლებიც გლეხების პატარ-პატარა მიწებს აერთიანებენ. იქ, სადაც ისინი ერთმანეთს ემიჯნებიან, დაქსაქსულ მიწებს არ იღებენ, აფორმებენ იჯარას და ამუშავებენ. ცალკე საკითხია, როგორი აგროტექნოლოგიით ამუშავებენ ამ მიწებს და როგორ მოსავლიანობას აღწევენ ამით.

წლების შემდეგ მთავრობამ რომ დაინახა მის მიერვე შექმნილი სიტუაცია, გლეხობას შესთავაზა კოოპერატივების შექმნა. კოოპერაცია ხომ წარმოების კოლექტიური მართვის ერთ-ერთი ფორმაა. ხომ არ ნიშნავს ეს წარსულის დადებითი ნაწილის, მისი უპირატესობის აღიარებას? სურს თუ არა ეს მთავრობას, ამას ადასტურებს შემდეგი ამონარიდი ირაკლი უბილავას იმავე სტატიიდან (რომელმაც აღმაფრთოვანა):

*”ჩემი ღრმა რწმენით, ქართული რეალობისა და ისტორიული ეკონომიკური გამოცდილების გათვალისწინებით, მისაღებ ეკონომიკურ მოდელს წარმოადგენს ორი ეკონომიკური სისტემის გონიერი ჰიბრიდიზაციის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივეკონომიკური ტიპი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კოლექტივისტური საწყისი, როდესაც წარმოებით ურთიერთობათა სფეროში ეკონომიკის ფუნქციონირება დაეყრდნობა სახელმწიფო რეგულირებას და ამასთანავე მასში ზომიერი შერევის გზით დაეფუძნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპს და პირად ინიციატივაზე დაფუძნებულ, მოგებაზე ორიენტირებულ მოდელს, სადაც დაცული იქნება როგორც საზოგადოებრივი საკუთრება, ასევე კერძო მესაკუთრის ინდივიდუალური უფლებები. საბოლოო ჯამში კი, ორივე ეკონომიკური ტიპის გააზრებული შერწყმით უზრუნველყოფილი უნდა იქნას საზოგადოების ყველა ფენის ეკონომიკური კეთილდღეობა”.

გლეხის უბედურება განა მარტო ისაა, რომ არ აქვს ფული და ტექნიკა, რათა სათანადოდ დაამუშავოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, არამედ ისიც, რომ იმ მცირე მოსავალსაც კი, რომელსაც იღებს თავის მიწაზე (ყოველგვარი აგრო-ტექნიკური ნორმების დარღვევით), ვერ ასაღებს ვერც შიდა და ვერც გარე ბაზარზე. ამას ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: ჩვენი მთავრობა და მმართველი ელიტა ყველგან და ყოველთვის ევროპაევროპას რომ გაიძახის, რომელი ევროპელი სახელმწიფო ხელმძღვანელობა დაუშვებს, რომ გარედან შემოსულმა საქონელმა დაიკავოს საშინაო ბაზარი და ადგილობრივი მეწარმე თავის საქონელს ვერ ყიდდეს შემოტანილი საქონლის რაოდენობისა და ფასების სხვაობის გამო? სწორად მოაზროვნე ხელისუფლების მმართველობის დროს ჯერ ადგილობრივი მეწარმის პროდუქცია უნდა გავიდეს შიდა ბაზარზე და მერე, თუ იქნება დანაკლისი, დანაკლისი შეავსოს გარედან შემოტანილი პროდუქციით. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს სასტიკი კონტროლის ქვეშ უსაფრთხოებისა და ფასების მხრივ. ის ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის მეწარმეების პროდუქციას ჩაანაცვლებს გარედან შემოტანილი პროდუქციით, ეხმარება და ამდიდრებს უცხო ქვეყნის მეწარმეს და არა თავისას. ეს აზრი მხოლოდ მე არ მომსვლია თავში, ბევრს გამოუთქვამს და ბევრჯერ დაწერილა გაზეთებში. აქ იმის თქმა მინდა, რომ არა მხოლოდ მომზადებულ ადამიანებს, არამედ, უბრალო მოქალაქეებსაც კი კარგად გვესმის, რომ ჩამოყალიბდა ველური კაპიტალიზმი.

კიდევ ერთი ამონარიდი იმავე სტატიიდან:

* “აღნიშნულმა ეკონომიკურმა მოვლენამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მოსახლეობის სრულ გაღატაკებას და მასობრივ სიდუხჭირეს საზოგადოების ფართო ფენებში. საბოლოოდ კი მივიღეთ სოციალურეკონომიკური სტრუქტურის ის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია განუვითარებელი კაპიტალიზმის მქონე ჩამორჩენილი საზოგადოებისთვის, რასაც ულტრალიბერალური ეკონომისტის, ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტის _ დევიდ ბოუზის სიტყვებით თუ ვიტყვით, უწოდებენ მე-18 საუკუნის ინდუსტრიამდელ ლიბერალულ კაპიტალისტურ ეკონომიკას”.

ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა ძალიან პატარა პროცენტი კი ცხოვრობს მატერიალურად უზრუნველყოფილ გარემოში, მაგრამ ძირითადი მასა ჩვენი საზოგადოებისა უკიდურეს სიდუხჭირეს განიცდის. ეს რომ აღმოიფხვრას, საჭიროა ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც წარმოების ამუშავების, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოყენების გარეშე შეუძლებელია.

ბატონი ირაკლი მიუთითებს იმაზე, რომ

*”…ფინანსური სახსრების მოძიება მოგვიწევს შიგა რესურსების გამოყენებით. ინდუსტრიული ობიექტების სამრეწველო საწარმოების ასაშენებლად, წარმოებითი ურთიერთობების გასავითარებლად, ფულადი კაპიტალის მიღება, მისი დაგროვება და შიგა ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ფინანსური წყაროდან, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ნედლი პროდუქციის ექსპორცირების გზითსახელმწიფომ უნდა მოახდინოს სოფლის მეურნეობის გადაუმუშავებელ, ნედლ პროდუქციაზე შესყიდვების მონოპოლიზაცია, გასაღების ბაზრებზე მისი გატანა და ექსპორტი. აშენებული საწარმოები უნდა დაექვემდებაროს საკუთრებისა და კაპიტალის მართვის აქციონერულ ფორმას”.

ასეთივე წინადადება ქვეყნის რესურსის გამოყენებისა და სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების თაობაზე წამოაყენა პროფესორ-აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემ თავის კონცეფცია-პროგრამაში მიწისქვეშა, დაბალმინერალიზებული სასმელი წყლის ინდუსტრიალიზაციის შესახებ პროექტით. ამ პროექტის მეშვეობით სახელმწიფოს წლიური ბიუჯეტი 12 მილიარდი დოლარით გაიზრდება. პაატა გიორგაძეს თავის კონცეფციაპროგრამაში ჩადებული აქვს, რეინვესტიციის სახით როგორ დააფინანსოს და ააღორძინოს ყველა დარგი სახელმწიფოში. ეს იქნება ეკონომიკა (გადამამუშავებელი საწარმოები), სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი ტყის აღდგენაგაშენება, განათლების სფერო, მეცნიერება, სპორტი და ..

ჩემი აზრით, ამ ორივე წინადადებაში, დადებით მხარეებთან ერთად, მოსაწონია ეკონომიკური პროცესების მართვის აქციონერული ფორმა. ამ ფორმაშია ჩადებული ყველა ის დადებითი, რომლებიც უნდა ახლდეს წარმოების მართვასა და ამ წარმოებაში მონაწილე ადამიანთა კეთილდღეობას.

პაატა გიორგაძეს ამ პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი მოძიებული ჰყავს, რომელიც გასული წლის გაზაფხულამდე 3 მილიარდის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, ახლა კი თანახმაა, 5 მილიარდამდე გაზარდოს ამ პროექტის ინვესტირება. უბედურება არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა პერიოდის ხელმძღვანელობას არ აღმოაჩნდა სურვილი, მხარი დაეჭირა ამ პროექტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პაატა გიორგაძემ ყველას გააცნო თავისი კონცეფცია-პროგრამა. ე.ი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამდიდრებას, ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლას ჩვენივე მმართველი ეგრეთ წოდებული ელიტა უშლის ხელს.

ჰოდა, მინდა ვუთხრა მმართველ ელიტას, რომ ჩვენ, ყველა, 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში მხარს დავუჭერთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულპატრიოტულ ფასეულობებზე და მხარს დაუჭერს პაატა გიორგაძის, ირაკლი უბილავასა და სხვა პროგრესული ადამიანების პროექტებს. გვეყო ფუჭი დაპირებების მოსმენა. საკუთარ ბედს აწი თვითონ გადავწყვეტთ. თუ დღეს მთავრობასა და პარლამენტში მოკალათებული პირები უფლებას აძლევენ გამორჩეულ ერთეულებს, დააწესონ მონოპოლია ამა თუ იმ დარგში (უზომოდ გამდიდრების მიზნით), ჩვენ აღვადგენთ ანტიმონოპოლიურ კანონს და დავტოვებთ ერთადერთ მონოპოლიურ უფლებას ჩვენი საყოველთაო კეთილდღეობის, ცხოვრების დონის ამაღლების თაობაზე.

თუ ჩვენს მმართველ ელიტას არ წაუკითხავს “საქართველო და მსოფლიოს” ამა წლის #5-ში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია, შევახსენებ, რომ The New York Times-ის მიმომხილველი ფარჰად მანჯუ წერს:

ამერიკული კაპიტალიზმი უხვად გვასაჩუქრებს თავისი მილიარდერებით და უკეთესს არაფერს გვთავაზობს. აუცილებელია, დაწესდეს აკრძალვა მილიარდ დოლარზე მეტი ქონების შენახვაზე, თუმცა მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნას მაქსიმალური გადასახადების დაწესებითაც”.

როგორ უტოპიურადაც უნდა მოგვეჩვენოს ეს აზრი დღეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის იქნება სიცოცხლისუნარიანი, იმიტომ, რომ თვითონ მილიარდერები, ოლიგარქები უწყობენ ხელს ამას საკუთარი გაუმაძღრობითა და ხალხის ბედის იგნორირებით.

კარგა ხნის წინათ (ელცინის პერიოდი) ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში წარმოშობით ებრაელი პოეტი დემენტევი თავის სტატიაში დაახლოებით ასე მიმართავდა თანამემამულე მილიარდერებს: დაუბრუნეთ ფული იმ ქვეყანას, რომელშიც იშოვეთ, და იმ ხალხს, რომელსაც წაართვით, თორემ, რუსი დათვი თუ გააღიზიანეთ, თქვენი ფული უკან დაგრჩებათო.

მეც მინდა, ვუთხრა ქართველ და საქართველოში გამდიდრებულ ოლიგარქებს, რომელთა შორისაც ბევრი ქურდი და ყაჩაღია: დააბრუნეთ საზღვარგარეთ გატანილი მილიონები ქვეყანაში და მოახმარეთ ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას. ამდაგვარი აზრები მწიფდება ჩვენს საზოგადოებაშიც და, ალბათ, 2020 წლის არჩევნებისთვის მთავარი კრიტერიუმი ეს იქნება მოსახლეობისთვის. როგორ შეიძლება, ცალკეული პიროვნებები ქვეყნის ბუნებრივ რესურსს იყენებდნენ მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისთვის და დანარჩენ მოსახლეობას არავითარი სიკეთე არ ხვდებოდეს წილად, როცა კონსტიტუციაში წერია: ბუნებრივი რესურსი არის სახელმწიფო საკუთრება ე.ი., საერთო სახალხო საკუთრება?!

არდალიონ ხააძე

1 COMMENT

  1. რა თქმა უნდა ხელს უშლიან, აბა ეს ე.წ ეკონომიკური კრიზისი რო მოიგონეს, მართალი გონია ვინმეს? განა რა უნდა 3 მილიონი მოსახლეობის გამოკვებას, მოგვისპეს სოფლის მეურნეობა და გააპარტახეს ის, რაც გვქონდა შემორჩენილი, 30 წელია ეკონომიკური კრიზისია, ამდენი ხანი უშუქობაში ვცხოვრობდით შუა საუკუნეებში არ ცხოვრობდნენ ესე, მე-9 ბლოკს რო აბრალებდნენ ყველაფერს, მონოტონურად რო იმეორებდნენ მე-9 ბლოკი,მე-9 ბლოკი,მე-9 ბლოკი,მე-9 ბლოკი,მე-9 ბლოკი,მე-9 ბლოკი, აღიზიანებდნენ ხალხს, ამიტომ დაისაჯა მირცხულავაც, ცოდვა არ გიზავს კაის ასეა. ახლაც ასევეა, ეხლა გაიძახიან ეკონომიური კრიზისი,ეკონომიური კრიზისი,ეკონომიური კრიზისი,ეკონომიური კრიზისი,…………

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here