ავიაკომპანია “პობედა” მზად არის სამუშაოდ აიყვანოს ქართველი პილოტი, რომელიც Georgian Airways–მა ჩამოაშორა ფრენებს, _ დაწერა ლოუკოსტერის (საბიუჯეტო ავიაკომპანია _ ნ.კ.) გენდირექტორმა ანდრეი კალმიკოვმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში.”
რამდენიმე დღის წინათ მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Georgian Airways -ის თანამშრომელი დროებით ჩამოაცილეს ფრენებს რუსეთის დედაქალაქისადმი მეტისმეტი სიმპათიის გამო. მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებისას მან რადიოეთერში თქვა: “საყვარელი დიადი მოსკოვი”. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, გივი დავითაშვილის აზრით, პილოტის ასეთი საუბარი ავიადისპეტჩერთან დაუშვებელია, ანდრეი კალმიკოვმა კი, თავის მხრივ, ქართველი პილოტი “პობედაში” ტესტირების გასავლელად მიიწვია. მისი თქმით, ავიაკომპანიაში დიდად აფასებენ მაღალ პროფესიონალიზმსა და იუმორს”.
მოამზადა ნიკა კორინთელმა