მანქანები ერთმანეთს შეიძლება შევადაროთ მრავალი მონაცემით, მაგალითად, განვსაზღვროთ საუკეთესო ავტომობილი საწვავის ნაკლები ხარჯვის ან ფასის მიხედვით, მაგრამ მთავარი, აფასებენ ბედაურებს, მათ შორის, რკინის ბედაურსაც _ ეს არის სიჩქარე, ამიტომ გთავაზობთ ყველაზე სწრაფი მანქანების სარეიტინგო სიას, რომლის შედგენისას გათვალისწინებულია:
* საავტომობილო კომპანიის მონაცემები;
* გინესის რეკორდების წიგნის მონაცემები;
* პროფილური გამოცემების კვლევები.
ათეულში მოულოდნელად აღმოჩნდა ისეთი ავტომობილებიც, რომლებიც ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი არ არის. ყველაზე სწრაფი მანქანების სიაში არ არის არც ერთი იაპონური ავტო, სამაგიეროდ, არის შვედური. საერთოდ კი, პირველ ათეულში ყველაზე მეტია იტალიური, ამერიკული და ბრიტანული ავტომობილები.
- Lamborghini Aventador–ი (350 კმ/სთ)
* მოცულობა _ 6,5 ლ.
* სიმძლავრე _ 700 ცხ.ძ.
* მაქსიმ. სიჩქარე _ 350 კმ/სთ
* ფასი _ 350 ათასი დოლარი
Lamborghini Aventador -ი ერთ-ერთი სწრაფია სერიულ ავტომობილებში. იტალიური სუპერკარი აღჭურვილია 6,5-ლიტრიანი ძრავით, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბალს გადასცემს. აქვს 7-საფეხურიანი ნახევრადავტომატური გადაცემათა კოლოფი.
- Ferari laferari (350 კმ/სთ)
* მოცულობა _ 6,5 ლ.
* სიმძლავრე _ 790 ცხ.ძ.
* მაქსიმ. სიჩქარე _ 350 კმ/სთ
* ფასი _ 1 მლნ დოლარი
აღჭურვილია 6,3 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 790 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ეს ავტომობილს საშუალებას აძლევს, განავითაროს საათში 350 კმ სიჩქარე. Laferari, აგრეთვე, აღჭურვილია ელექტრული ძრავით, რომელიც დამატებით 160 ცხენის ძალას იძლევა.
- Aston Martin One-77 (355 კმ/სთ)
* მოცულობა _ 7,3 ლ.
* სიმძლავრე _ 750 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 355 კმ/სთ
* ფასი _ 1,5 მლნ დოლარი
ყველაზე სწრაფი ავტომობილების სიაში მოხვედრას Aston Martin One -77 უნდა უმადლოდეს 7,3-ლიტრიან ძრავას, რომელიც აწარმოებს 750 ცხ. ძალის სიმძლავრეს. ხოლო კარბონისა და ალუმინისგან დამზადებული ძარის მსუბუქი კონსტრუქცია უზრუნველყოფს სუპერავტოს სიმძლავრისა და მასის შესანიშნავ შეფარდებას.
- Noble M600 (360 კმ/სთ)
* მოცულობა _ 4,4 ლ.
* სიმძლავრე _ 650 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 362 კმ/სთ
* ფასი _ 265 ათასი დოლარი
Noble M600-ის შემქმნელებს გამოყენებული აქვთ 4,4-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც “ვოლვოსთვის” აწარმოებს “იამაჰა”. შვედები ამ ძრავას, აგრეთვე, იყენებენ “ვოლვო XC-90”-ზეც. Noble M600-ის ინჟინრებმა 650 ცხ. ძ სიმძლავრის ძრავით ავტომობილს შეაძლებინეს საათში 263 კმ-ის განვითარება.
- Pagani Huayra (365 კმ/სთ)
* მოცულობა _ 6 ლ.
* სიმძლავრე _ 738 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 365 კმ/სთ
* ფასი _ 1 მლნ დოლარი
იტალიური სუპერავტოს _ Pagani Huayra -ს კაპოტის ქვეშ 6-ლიტრიანი ტურბო ძრავაა (V12), რომელიც კომპანია “მერსედესის” დამზადებულია, აგრეგატი 728 ცხ. ძალის სიმძლავრისაა, რაც შესაძლებლობას აძლევს, მას საათში 365 კმ განავითაროს.
- MCLaren F1 (390 კმ/სთ)
* მოცულობა _ 6,1 ლ.
* სიმძლავრე _ 672 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 390 კმ/სთ
* ფასი _ 715 ათასი დოლარი
1990-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო Aston Martin One-77, რომელიც საათში 355 კმ-ს ავითარებდა. ამ სიჩქარეს უზრუნველყოფდა “ბე-ემ-ვეს” ძრავი _ 6,1 ლიტრიანი V12, რომლის სიმძლავრე იყო 672 ცხ. ძ. ეს იყო ბოლო ავტომობილი, რომელმაც ეს სიჩქარე განავითარა ატმოსფერული ძრავით, ყველა შემდგომი რეკორდი დამყარებულია ტურბოაგრეგატებით.
- SSC Ultimate Aero TT (415 კმ/სთ)
* მოცულობა _ 6,3 ლ.
* სიმძლავრე _ 1 183 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 414 კმ/სთ
* ფასი _ 860 ათასი დოლარი
2007 წელს SSC Ultimate Aero TT მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად აღიარეს. მან დაამხო ლეგენდარული Bugatti Veyron-ის რეკორდი. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა სუპერავტოს მაქსიმალური სიჩქარე საათში 414 კმ-ის ნიშნულზე აღრიცხეს. თვით მწარმოებელმა კი განაცხადა, რომ SSC Ultimate Aero TT -ს 435 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა ეს მონაცემი დოკუმენტურად დამტკიცებული არ არის.
- Hennessey Venom GT (435 კმ/სთ)
* მოცულობა _ 7 ლ.
* სიმძლავრე _ 1 244 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 435 კმ/სთ
* ფასი _ 1 მლნ დოლარი.
ამერიკული ავტომობილი Hennessey Venom GT აღჭურვილია “შევროლე კორვეტის” მიერ დამზადებული 7-ლიტრიანი V8 ძრავით. ამ აგრეგატით ავტომობილმა საათში 435 კმ განავითარა.
- Bugatti Veyron super sport (435 კმ/სთ)
* მოცულობა _ 8 ლ.
* სიმძლავრე _ 1 183 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 435 კმ/სთ
* ფასი _ 2 მლნ დოლარი
Bugatti Veyron-ი იყო პირველი სერიული ავტომობილი, რომელმაც გადალახა საათში 400 კმ-ის ნიშნული. 2010 წელს კი სუპერავტომობილის ფლაგმანმა მოდიფიკაციამ _ super sport-მა თამასა 435 კმ/სთ-მდე ასწია. Veyron-ი ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსს 2017 წლამდე ინარჩუნებდა, სანამ მისი ადგილი შვედურმა ავტომობილმა არ დაიკავა.
- Koenigsegg Agera RS (447 კმ/სთ)
* მოცულობა _ 5 ლ.
* სიმძლავრე _ 1 348 ცხ.ძ.
* მაქსიმალური სიჩქარე _ 447 კმ/სთ
* ფასი _ 1,5 მლნ დოლარი
Koenigsegg Agera RS -ი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილია. 2017 წელს შვედურმა სუპერავტომ საათში 447 კმ განავითარა. Agera RS-ის კაპოტის ქვეშ 5-ლიტრიანი ძრავია, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ დაეჩაგრა “ბუგატი” და 12 კმ/სთ-ით გაეუმჯობესებინა Veyron Super Sport-ის სიჩქარის რეკორდი.
მოამზადა ნიკა კორინთელმა