სახელმწიფოების მიერ ოქროს შესყიდვის რაოდენობამ 2014 წელს 600 ტონას გადაჭარბა, 2013-2015 წლებში კი შესყიდვამ იკლო.
წლეულს, მესამე კვარტალში, ოქროს ყველაზე მეტი რაოდენობა შეისყიდა რუსეთმა (99,2 ტონა); შემდეგია თურქეთი (18,5 ტონა), ყაზახეთი (14,4 ტონა), ინდოეთი (13,7 ტონა) და პოლონეთი (13,7 ტონა).
დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის ოქროს მარაგი 2 ათას ტონაზე მეტია. ის 78 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს ოქროს მარაგის 17 პროცენტს შეადგენს.
მსოფლიოს ოქროს საბჭო ოქროს ძირითადი მომპოვებლების მიერ 1987 წელს დაარსდა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონშია, წარმომადგენლობები _ აშშ-ში, იაპონიაში, სინგაპურში, ჩინეთში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და ინდოეთში.