გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თანამდებობის ამჟამინდელი ვადა მისთვის ბოლო იქნება. ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “ბლუმბერგი”.
კანცლერის პოსტზე მერკელის ვადა 2021 წელს იწურება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელი პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. მერკელმა თანაპარტიელებს განუცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ახალი თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. არჩევნები დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს. მერკელი პარტიას 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა.