სირიაში გამოიყენეს ჟენევის კონვენციით აკრძალული მასობრივი განადგურების საბრძოლო მასალა _ თეთრი ფოსფორი.
საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, დეირ-ეზ-ზორის რეგიონის ქალაქი ჰაჯინი დაბომბა, იუწყება სირიული სააგენტო Sana. საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ჰაჯინის რამდენიმე რაიონზე. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა საცხობი ას-სუსა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა საავიაციო შეტევის შედეგად.
ჰაჯინი ადრეც დაბომბეს ფოსფორიანი ყუმბარებით. სირიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი დარტყმა ორმა გამანადგურებელმა F-15-მა 8 სექტემბერს განახორციელა. საერთაშორისო კოალიცია კი ირწმუნება, რომ არ აქვს ფოსფორიანი ბომბები.
ფოსფორი საშიშია იმით, რომ წვის დროს გამოყოფს შხამიან ბოლს, რომელიც წვავს სასუნთქ ორგანოებს, იწვევს ტოქსინებით მოწამვლასა და დახრჩობას, აგრეთვე, ძლიერ დამწვრობას, თუ კანზე მოხვდება.
საერთაშორისო შეთანხმებით აკრძალულია ფოსფორიანი ბომბებისა და ყუმბარების გამოყენება.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ