საქართველოს სახელმწიფოს ვალი, 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, ჯამში 10 მილიარდ 39 მილონი ლარს შეადგენს. აქედან საგარეო ვალი 8 მილიარდ 117 მილიონი ლარია. საშინაო ვალი 1 მილიარდ 922 მილიონი ლარით განისაზღვრება.
საქართველოს საგარეო ვალი 2011წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ასე გამოიყურება: მსოფლიო ბანკი(WB) – 2,9 მილიარდი ლარი, სართაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) –1,3 მილიარდი ლარი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორსო ფონდი (IFAD) – 53,4 მილიონი ლარი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)– 207,4 მილიონი ლარი, აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 972,1 მილიონი ლარი, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)– 263,1 მილიონი ლარი.გარდა ამისა, საქართველოს საგარეო ვალი 16 ქვეყნის წინაშე აქვს. მათ შორის არიან: გერმანია (656,2 მლნ.), იაპონია (234,6 მლნ.), რუსეთი (180,8 მლნ.), საფრანგეთი (133,7 მლნ), აშშ (54,6 მლნ.), აზერბაიჯანი (22 მლნ.), თურქმენეთი (0,4 მლნ), თურქეთი (42 მლნ.), ირანი (17,2 მლნ.), სომხეთი (26,1 მლნ.), უზბეკეთი (0,5 მლნ.), უკრაინა (0,5 მლნ.), ყაზახეთი (47,2მლნ), ჩინეთი (7,5 მლნ), ქუვეითი (41,3 მლნ) და ნიდერლანდები (7,5 მლნ).
საქართველოს საშინაო ვალის ზღვრული მოცულობა 2 მილიარდამდე ლარს შეადგენს. აქედან სახელმწიფოს ეროვნული ბანკის ობლიგაციებისთვის 502,8 მილიონი ლარი აქვს მისაცემი, 606 მილიონი ლარი ფასიანი ქაღალდების გამოშვების ვალია, 673 მილიონი ლარი კი ე.წ. ისტორიული ვალებია, 122 მილიონი – სხვადასხვა საშინაო ვალია.