ამა წლის მაისში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, 11 ივნისს, ბერლინში 2017 წლის თებერვლიდან პირველად გაიმართა “ნორმანდიელი ოთხეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, ააღორძინონ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, _ იუწყება გერმანული გამოცემა Die Zeit.
“ნორმანდიელი ოთხეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე, განიხილეს უკრაინის აღმოსავლეთში გაეროს სამშვიდობო მისიის განლაგების შესაძლებლობა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰაიკო მაასმა აღნიშნა, მოლაპარაკების ყველა მონაწილე თანახმაა, დონბასში გაეროს “ცისფერი ჩაფხუტები” გაგზავნონ”.