Home ახალი ამბები მსოფლიო “ნორმანდიული ოთხეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმედოვნებენ, რომ დონბასში სამშვიდობო პროცესი აღორძინდება

“ნორმანდიული ოთხეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმედოვნებენ, რომ დონბასში სამშვიდობო პროცესი აღორძინდება

956
ნორმანდიული ოთხეული

ამა წლის მაისში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, 11 ივნისს, ბერლინში 2017 წლის თებერვლიდან პირველად გაიმართანორმანდიელი ოთხეულისქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, ააღორძინონ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, _ იუწყება გერმანული გამოცემა Die  Zeit.

“ნორმანდიელი ოთხეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე, განიხილეს უკრაინის აღმოსავლეთში გაეროს სამშვიდობო მისიის განლაგების შესაძლებლობა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰაიკო მაასმა აღნიშნა, მოლაპარაკების ყველა მონაწილე თანახმაა, დონბასში გაეროს “ცისფერი ჩაფხუტები” გაგზავნონ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here