რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით ყოფნისას ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინს შეხვდა. ლავროვი პირველია რუსეთის წარმომადგენელთაგან, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელ ლიდერს შეხვდა.
მანამდე ლავროვმა მოლაპარაკება გამართა თავის ჩრდილოკორეელ კოლეგა ლი ენ ხოსთან. დიპლომატებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე და სხვა საკითხები, კერძოდ, კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა. რუსეთის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელის თქმით, ფხენიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებით გაფორმდება შეთანხმება ვაშინგტონთან.
გამოცხადდა, რომ ლავროვმა კიმ ჩენ ინი, სანამ ეს უკანასკნელი ტრამპს შეხვდება, მოსკოვში მიიპატიჟა.