აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 4 ივნისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები, აგრეთვე, საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის _ რაულ ხაჯიმბასა და სირიის ლიდერ ბაშარ ალ–ასადის ვიზიტების გაცვლის შესახებ.
იმავე დღეს რუსეთში აფხაზეთის ელჩი შეხვედა სირიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს. განხილეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის _ რაულ ხაჯიმბასა და სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის შეხვედრის შესაძლებლობა. პრეზიდენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ სირიის ელჩს აფხაზმა კოლეგამ გადასცა რაულ ხაჯიმბას წერილი სირიის ლიდერ ბაშარ ასადისადმი, რომლითაც ის სირიის მეთაურს აფხაზეთში ეპატიჟება.