Home ახალი ამბები მსოფლიო აფხაზეთში სირიის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება

აფხაზეთში სირიის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება

1208
ბაშარ ასადი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 4 ივნისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები, აგრეთვე, საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის _ რაულ ხაჯიმბასა და სირიის ლიდერ ბაშარ ალასადის ვიზიტების გაცვლის შესახებ.

იმავე დღეს რუსეთში აფხაზეთის ელჩი შეხვედა სირიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს. განხილეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის _ რაულ ხაჯიმბასა და სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის შეხვედრის შესაძლებლობა. პრეზიდენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ სირიის ელჩს აფხაზმა კოლეგამ გადასცა რაულ ხაჯიმბას წერილი სირიის ლიდერ ბაშარ ასადისადმი, რომლითაც ის სირიის მეთაურს აფხაზეთში ეპატიჟება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here