Home რუბრიკები სამართალი „პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან დოდო გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული“

„პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან დოდო გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული“

მოვასწარით დოდოსთან დალაპარაკება, სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ, პირველ რიგში, იკითხა ჩემი ბიჭი როგორ არისო, – ამის შესახებ ვეტერანთა საქმეთა სამსახურის თანამშრომელმა, მალხაზ თოფურიამ ღუდუშაურის საავადმყოფოსთან განაცხადა.

“დოდო გუგეშაშვილთან არა მარტო მე, არამედ ჩვენი სამსახურის კიდევ 4 თანამშრომელს ტრაგედიამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე გვქონდა საუბარი. თემა ეხებოდა კონკრეტულ ღონისძიებას. პატარა ბავშვებისთვის, დაღუპულებისა და დაჭრილების შვილებისთვის რაღაც ზეიმი კეთდებოდა – ამ თემაზე გვქონდა საუბარი. არაფერი მოასწავებდა, რომ ის ან აღელვებული იყო ან რაღაცას ელოდებოდა”,- განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

მისივე თქმით, ის შემთხვევის ადგილზეც იყო მისული, მაგრამ არ შეუშვეს.

“მერე მოვედით საავადმყოფოში. მოვასწარით დალაპარაკება, სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ. იწვა, გონზე იყო, საუბარი შეეძლო. პირველ რიგში, მოგვიტრიალდა და იკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არისო. ამის მერე ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი. იმდენად მძიმე კითხვა იყო, მოვიტყუეთ, რომ კარგად არის. ამის შემდეგ ვეღარ შევძელით საუბარი”, – განაცხადა თოფურიამ.

კითხვაზე: რამდენად შესაძლოა მომხდარი შემთხვევა დოდო გუგეშაშვილის საქმიანობას უკავშირდებოდეს, მალხაზ თოფურიამ განაცხადა, რომ „პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან დოდო გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული“.

მალხაზ თოფურია ქურდობის ვერსიასაც გამორიცავს და აცხადებს, რომ „დოდო გუგეშაშვილი გაჭირვებული იყო და ეს ვერსია გამორიცხულია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here