ოქსფორდის ენდოკრინოლოგმა ეშლი გროსმანმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთა, ექიმის მრავალწლიანი დაკვირვებების და ცდების შედეგად, დადგინდა რომ ოთახის დაბალი ტემპერატურა დაგეხმარებათ თავი დაიცვათ ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი და ჭარბი წონა.
ამიის შესახებ The Telegraph – ი წერს.
გროსმანი მრავალი წლის მანძილზე შეისწავლის გლობალური დათბობის ზემოქმედებას თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობაზე.კვლევევბის შედეგები მან ჟურნალ BMJ Open Diabetes Research & Care-ში გამოაქვეყნა.
“საშუალო ტემპერატურის ზრდა, თუნდაც წელიწადში ერთი გრადუსით დიაბეტით დაავადების ათასობით ახალ შემთხვევას იწვევს. გარდა ამისა ტემპერატურის მატება საგრძნობლად მოქმედებს ადამიანთა წონაზე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მაღალ ტემპერატურაზე ორგანიზმი აღარ ხარჯავს კალორიებს ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რის შედეგადაც იზრდება ინსულინის მიმართ მგრძნობელობა; შესაბამისად მატულობს დიაბეტის რისკი და წონაც”, – აღნიშნავს სტატიაში მეცნიერი.
ენდოკრინოლოგი გვირჩევს ღამით აუცილებლად დავიძინოთ ღია ფანჯრით, რათა დავწიოთ ოთახის ტემპერატურა და ამგვარად შევამციროთ დაავადების საშიშროება.