რიკოთის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ადგილზე 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშვებული, როიმელიც ხაშურის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი,დღეს დილით გარდაიცვალა.
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით,ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.